მიუხედავად არც თუ ისე კარგი შედეგებისა “ვერდერის” შემადგენლობაში ზლატკო იუნუზოვიჩი ერთ-ერთი საუკეთესოა. ნახევარმცველმ 17 შეხვედრაში 3 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.
27 წლის ფეხბურთელს კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და მას უკვა ახლა შეუძლია ნებისმიერ გუნდთან მოლაპარაკებების წარმართვა. თუმცა, თავად იუნუზოვიჩი აცხადებს, რომ სეზონის ბოლომდე გუნდს არ გამოიცვლის და “ვერდერთან” ახალ კონტრაქტზეც დაიწყო საუბარი.