დეჟა ვუ?

,,ესპანეთის თასის” მატჩში, რომელშიც ,,ბარსა” ,,უესკას” დაუპირისპირდა, ლუის ენრიკემ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა ადამა ტრაორეც. ფეხბურთელმა მოედანზე 16 წუთი გაატარა და ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

რატომ სათაურად დეჟა ვუ? ზემოთ ხსენებული გოლი ძალიან ჰგავს რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას გოლს, რომელიც ბრაზილიელმა 1996/97 წლის სეზონში ,,ვალენსიას” კარში გაიტანა. 18 წლის ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე ბევრის ყურადღება მიიპყრო. პირველ გუნდში ის უკვე მესამედ გამოიძახეს. ადამა ტრაორემ  ,,გრანადასა” და ,,აიაქსის” წინააღმდეგ ითამაშა.