“ვესტ ბრომვიჩთან” ხანმოკლე მუშაობის შემდეგ პეპე მელი “ბეტისში” დაბრუნდა, რომელსაც 2010-2013 წლებში წვრთნიდა.
მელის დანიშვნის შესახებ ინფორმაციას “ბეტისის” ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს. სევილიურ კლუბში თვლიან, რომ სწორედ მისი დახმარებით შეძლებენ პრიმერაში დაბრუნებას.
51 წლის მწვრთნელთა კონტრაქტი სეზონის ბოლომდეა გაფორმებული.