კვიპროსულ „პაფოსში“ ოთხი ცნობილი ქართველი ითამაშებს

ქართველი ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი და მარჯვენა მცველი გია გრიგალავა ახალი სეზონიდან თანაგუნდელები იქნებიან. როგორც გაირკვა, ორივე ფეხბურთელი კვიპროსულ „პაფოსში“ ჩაირიცხა. სათქმელია, რომ ეს კლუბი კვიპროსის უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა.

გასულ სეზონში გრიგალაშვილმა „ოთელოსში“ ითამაშა, რომლის მაისურით 26 მატჩი ჩაატარა. რაც შეეხება გრიგალავას, მან რუსეთის პირველ დივიზიონში მახაჭყალის „ანჟის“ რიგებში ითამაშა, თუმცა ორხმვრივი შეთანხმების შემდეგ, მხარეებმა კონტრაქტი გაწყვიტეს.

სათქმელი ისიცაა, რომ „პაფოსში“ აქამდე ასევე ორი ქართველი ჩაირიცხა. საუბარი მეკარე როინ კვასხვაძეზე და ნახევარმცველ ლევან ხმალაძეზეა. აღსანიშნავია, რომ ორივემ, გირალაშვილის მსგავსად, განვლილ სეზონში ასევე „ოთელოსში“ ითამაშა.

“ოთელოსმა” წარუმატებელი სერია გრიგალაშვილის გოლით შეწყვიტა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მორიგი ტურის შეხვედრაი “ოთელოსმა” აელს სტუმრად მინიმალური ანგარიშით სძლია. მატჩის 65-ე წუთზე გადამწყვეტი გოლის ავტორი ელგუჯა გრიგალაშვილი გახდა.

აღნიშნულ შეხვედრაში სტუმართა კარს როინ კვასხვაძე იცავდა, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა. გოლის ავტორი გრიგალაშვილი კი მწვრთნელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შეცვალა.

ამ გამარჯვებით “ოთელოსმა” 11-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

 

ხმალაძემ აეკ-ს გაუტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-19 ტურში “ოთელოსი” “აეკ ლარნაკას” ესტუმრა. შეხვედრა უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ, 2:2 დასრულდა. საბოლოო ანგარიში მატჩის 69-ე წუთზე ლევან ხმალაძემ დააფიქსირა, რომელამც პენალტი ზუსტად შეასრულა. ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.

“ოთელოსის” ძირითადში იყვნენ კვასხვაძე და ელგუჯა გრიგალაშვილიც. ეს უკანასკნელი მთავარმა მწვრთნელმა მსაჯის მიერ კომპენისრებულ მე-6 წუთზე შეცვალა.

 

გრიგალაშვილმა “აპოელს” შესანიშნავი გოლი გაუტანა (ვიდეო)

17 იანვარს, კვიპროსის ჩემპიონატში “აპოელმა” საკუთა რმოედანზე “ოთელოსი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

“ოთელოსის” ძირითად შემადგენლობაში იყვნენ როინ კვასხვაძე, ლევან ხმალაძე და ელგუჯა გრიგალაშვილი. ამ უკანასკნელმა მატჩის 50-ე წუთზე მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა, მე-80 წუთზე კი შეცვალეს.

ხმალაძემ “აპოლონს” გაუტანა (ვიდეო)

კვიპროსის ჩემპიონატის მე-16 ტურში “ოთელოსმა” გათამაშების ლიდერ “აპოლონს” უმასპინძლა და ძლიერ მეტოქესთან ერთი ქულის მოპოვება შეძლო.

მასპინძელთა შემადგენლობაში სამივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ მატჩი სრულად ჩაატარეს, ელგუჯა გრიგალაშვილი კი მწვრთნელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე შეცვალა.

აღსანიშნავია, რომ 22-ე წუთზე ლევან ხმალაძემ ანგარიშის გათანაბრება ზუსტად შესრულებული 11-მეტრიანით შეძლო. საბოლოოდ კი შეხვედრე 2:2 დასრულდა.

გრიგალაშვილის გოლმა ოთელოსს ვერ უშველა

კვიპროსის ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში “ოთელოსმა”, რომლის შემადგენლობაში 3 ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს, “ეთნიკოსს” უმასპნიძლა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა.

ანგარიში 53-ე წუთზე ელგუჯა გრიგალაშვილმა გახსნა, რომელმაც მატჩი ძირითადში დაიწყო და სრულად ჩაატარა. თუმცა, სტუმრებმა მე-60 წუთზე ჯერ გაათანაბრეს, სულ რაღაც ორ წუთში კი მეორეც გაიტანეს და საბოლოოდ სამი ქულა მოიპოვეს.

გრიგალაშვილის მსგავსად 90 წუთი ითამაშა ლევან ხმალაძემაც. როინ კვასხვაძემ კიმ აღნიშნული მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. “ოთელოსი” 14 ტურის შემდეგ 11 ქულით მე-10 პოზიციაზეა.