SBM LEAGUE 2014/15: 5 ივლისს, სეზონის მთავარი ფინალია!

5 ივლისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ, რიგით მეშვიდე სეზონს,ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში, სუპერლიგის ფინალური შეხვედრა დაასრულებს, რომელშიც ერთმანეთს, წლის საუკეთესოს წოდების მოსაპოვებლად პროგრეს ბანკი და FC PSP დაუპირისპირდებიან.

სეზონის დასკვნითი სათამაშო დღე 16:00 სთ-ზე, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩით დაიწყება. სპეციალურად ამ შეხვედრისთვის ლიგის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ბესიკ ზოიძის და ჩემპიონატის ორგანიზატორების მიერ შერჩეულ იქნა 24 ფეხბურთელი, რომელიც ორ გუნდად არის დაყოფილი. პირველი ვარჯიში სამშაბათს გაიმართა. დღეიდან საწვრთნელ პროცესში ჩაერთვება რუსული მფკ „გაზპრომ იუგრას“ ქართველი ლეგიონერი, წლევანდელი ჩემპიონი და სეზონის საუკეთესო მეკარედ აღიარებული ზვიად კუპატაძე, რომელიც „ოლ სტარისათვის“ მეკარეებს მოამზადებს.

მატჩის შესვენებისას გაიმართება 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმების კონკურსი, სადაც გამოვლინდებიან საუკეთესო დამრტყმელი და მეკარე. რაც შეეხება „ოლ სტარის“ სუკეთესო ფეხბურთელებს, ორივე გუნდის შემადგენლობიდან დასახელდება ორი ყველაზე სასარგებლო მოთამაშე, რომლებიც ესპანური სპორტული ბრენდის JOMA-ს 200 ლარიანი ვაუჩერებით დასაჩუქრდებიან.

05.07.2015

16:00 მატჩი ყველა ვარსკვლავის მონაწილეობითLIVE!

 

18:00 სთ-ზეკი სეზონის მთავარი ფინალური დაპირპირება დაიწყება. ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული პროგრეს ბანკი, ლიგის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი გუნდის სკ პსპ-ს წინააღმდეგ.

ფინალამდე ორივე გუნდმა საკმაოდ რთული გზა განვლო:

ორ წრედ გამართული რეგულარული სეზონის შემდეგ, 16 თამაშიდან 10 მოგებით და 3-3 ფრე-წაგებით, ბურთების სხვაობა 57-27,  „ფარმაცევტებმა“ III ადგილი ადგილი დაიკავეს.

„კალაძე და კომპანიამ“ კი IV ადგილიდან მოახერხეს პლეიოფში გასვლა. მოიგეს რვაჯერ, ხოლო ოთხ-ოთხჯერ ყაიმით და წაგებით დაასრულეს ასპარეზობა. გაიტანეს ყველაზე მეტი, 73 გოლი და საკუთარ კარში გაშვებული ბურთების მხრივაც „პირველობა“ არავის დაუთმეს – 67.

თუმცა სატურნირო ცხრილში ჩამორჩენას, არც „ფარმაცევტებისთვის“ და არც „ბანკირებისთვის“ პლეიოფში წარმატებით ასპარეზობაში ხელი არ შეუშლია და ორივე მათგანმა ფავორიტად შერაცხული მოწინააღმდეგეები ფინალს მიღმა დატოვეს. პსპ-მ მფკ ნატახტარი შეაჩერა (2-1, 1-1), ხოლო პროგრესმა რეგულარულის გამარჯვებულს, შსს-ს საკმაოდ ძლიერ გუნდს აჯობა (4-2, 3-3).

ფინალს ორივე გუნდის სრული საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. კალაძე, დემეტრაძე, მუჯირის ტრიოს, ლევან კობიაშვილიც შეუერთდება, რომელიც უკვე თბილისში იმყოფება. რაც შეეხება თანავარსკვლავედის კიდევ ერთ კაშკაშა წარმომადგენელს, ალექსანდრე იაშვილს, როგორც მოგეხსენებათ იგი პროფესიულ ფეხბურთს დაუბრუნდა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ თბილისის „დინამოს“ რიგებში დაბრუნება საკმაოდ წარმატებული გამოუვიდა.

05.07.2015 სუპერლიგა 2014/15. ფინალი

18:00 პროგრეს ბანკი – FC PSPLIVE!

იმ გულშემატკივრებს კი ვინც დარბაზში მოსვლას ვერ მოახერხებს საშუალება ექნება 16:00 სთ-დან თვალი ადევნოს პირდაპირ ტრანსლიაციას სპორტული სააგენტო SBM-ის YOUTUBE არხის მეშვეობით, აღნიშნულ ბმულზე: https://www.youtube.com/channel/UCXvoDxIv-2oWoPJReV6NnoA

 

21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დაიწყო საქველმოქმედო აქცია „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული. ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება გაიღოს საკუთარი  მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხა ვითიბი ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ჩემპიონი და ერთი კვირა ბოლო ფინალამდე!

ერთი კვირაც და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ, რიგით მეშვიდე სეზონი უკვე ისტორიიის კუთვნილება გახდება. გასულ  უქმეებზეჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალურმა დარბაზმა ვერცხლის და გაერთიანებული ლიგის ფინალებს და სუპერლიგის განმეორებით 1/2 ფინალურ შეხვედრებს უმასპინძლა. გამოვლინდა კიდევ ორი ჩემპიონი და ორი ფინალისტი, რომელიც სეზონის საკულმინაციო დაპირისპირებაში  საუკეთესოს ტიტულისთვის იბრძოლებს.

სათამაშო კვირა, შაბათს ვერცხლის ლიგის ფინალით დაიწყო. ჩემპიონობისთვის გათამაშების ორი დებიუტანტი იბრძოდა. სნიკერსმაც და კრედომაც ვერცხლის ლიგაში წელს პირველად იასპარეზეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ დებიუტი ორივესთვის შედგა, ხოლო სნიკერსმა სეზონი სულაც, ჩემპიონის რანგში დაასრულა.

როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. საწყის წუთებშიივე სნიკერსმა ორ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მატჩის ბოლოსკენ ანგარიში უკვე გათანაბრდა და შეხვედრაც დამატებით დროში გაგრძელდა, სადაც კრედომ დაწინაურებაც შეძლო და ერთი შეხვედვით სანუკვარ მიზანთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა სნიკერსის ფეხბურთელებმა „ბანკირების“ წამიერი მოდუნებით ისარგებლეს და ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, ხოლო ძირითადის დროის დასრულებამდე 30 წამით ადრე გამარჯვების გოლიც გაიტანეს. ჩემპიონის მხრიდან პოკერი შეასრულა ბიჭი მენთესაშვილმა, რომელიც სავსებით დამსახურებულად დასახელდა კიდეც მატჩის საუკეთესოდ. ფინალისტთა რიგებში ჰეთ თრიკით გამოირჩა როსტევან ფარცვანია.

27.06.2015. ვერცხლის ლიგა. ფინალი

სნიკერსი – კრედო 2-2 დ.დ 4-3

გოლები: 2წთ, ბ.მენთესაშვილი (1-0), 3წთ, ბ.მენთესაშვილი (2-0), 28წთ, ფარცვანია (2-1), ფარცვანია (2-2), 43წთ, ფარცვანია (2-3), 48წთ, ბ. მენთესაშვილი (3-3), 50წთ, ბ.მენთესაშვილი (4-3)

ჩემპიონ-პრიზიორები და სეზონის გამორჩეული მოთამაშეები, ესპანური სპორტული ბრენდის JOMA-ს და დანიური ფეხსაცმლის ბრენდის „ეკკო“-ს პრიზებით ვითიბი ბანკის ვიცე პრეზიდენტმა, გიორგი ბარკალაიამ, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ნაკრების მწვრთნელმა, ბესიკ ზოიძემ და სპორტული სააგენტო SBM-ის დირექტორმა, ზაალ ჩიტალაძემ დააჯილდოვეს.

ვერცხლის ლიგის 2014/15 წ.წ სეზონის ნომინანტები:

  1. საუკეთესო მეკარე – ლევან ბუბუტეიშვილი (სნიკერსი)
  2. საუკეთესო მცველი – ლევან ჩიხრაძე(კრედო)
  3. საუკეთესო უნივერსალი – მამუკა მენთესაშვილი (სნიკერსი)
  4. ბომბარდირი – ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი) – 32 გოლი
  5. საუკეთესო ასისტენტი – თენგიზ უგრეხელიძე (ბაქსვუდი) – 11 პასი
  6. საუკეთესო თავდამსხმელი – ზურა ცერცვაძე (კრედო)
  7. ფინალის საუკეთესო მოთამაშე – ბიჭი მენთესაშვილი (სნიკერსი)
  8. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი –გიორგი აფციაური (GWP)

 

 

კვირას კიდევ ერთი ჩემპიონი გამოვლინდა. გაერთიანებული ლიგის სადებიუტო გათამაშების გამარჯვებული ბიბლუსი გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში თრეველ კემპ ჯორჯიას სძლია 4-0. თრეველ კემპისთვის მიმდინარე გათამაშებაში ეს პირველი მარცხი აღმოჩნდა, რომელიც ტიტულუს დათმობად დაუჯდათ კიდეც. რაც შეეხება ბიბლუსს, მათ თავდაპირველად ასპარეზობა ბრინჯაოს ლიგაში დაიწყეს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო ხუთეულში მოხვედრა ვერ შეძლეს და გაერთიანებულ ლიგას 1/4 ფინალიდან შეუერთდნენ. ფინალის საუკეთესო მოთამაშის ტიტული ბიბლუსის კაპიტანს, ლექსო ხვთისავრიშვილს ერგო, რომელმაც თავი სამი გოლით და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რაც შეეხება გათამაშების ბომბარდირს, 14 გოლით საუკეთესოდ თრეველ კემპის თავდამსხმელი, ზაზა ფიფია დასახელდა.

28.06.2015. გაერთიანებული ლიგა. ფინალი

Travelcamp Georgia – ბიბლუსი 0-4

გოლები: ხვთისავრიშვილი (3), მამუჩიშვილი

 

კვირასვე გაირკვა ის ორი გუნდიც, რომელიც სეზონის მთავარი გათამაშების, სუპერლიგის ფინალში ითამაშებს.

სკ პსპ-სა და მფკ ნატახტარის პირველი 1/2 ფინალური დაპირისპირება, „ფარმაცევტების“ მინიმალური გამარჯვებით, 2-1 დასრულდა, რაც განმეორებითი შეხვედრის წინ სავსებით საკმარის ინტრიგას ტოვებდა. როგორც მოსალოდნელი იყო მატჩი საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში წარიმართა. მიუხედავად ორივე გუნდის არაერთი მცდელობისა, გოლი 33-ე წუთამდე არ გასულა. ანგარიში კი პსპ-მ გახსნა, თავი ზუკა გარსევანიშვილმა გამოიჩინა და საკუთარი გუნდი ფინალს კიდევ უფრო მიუახლოვა. ამის შემდეგ ნატახტარმა კიდევ უფრო მოუმატა იერიშებს და რამოდენიემ შანსიც მიეცა, თუმცა ანგარიშის გათანაბრება მხოლოდ 39-ე წუთზე მოახერხა, კახა გოგოხიამ თავისიანებს მატჩის გადარჩენის სულ მცირედი იმედი გაუჩინა, თუმცა დროის დარჩენილ მონაკვეთში არაფერი შეცვლილა და პსპ-მ პირველად ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც მათი მეტოქე ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული პროგრეს ბანკი იქნება.

„ბანკირებისა“ და შსს-ს განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრა საკმაოდ დრამატული და საინტერესო გამოდგა. მატჩის დაწყებიდან 10 წუთი იყო გასული, რომ ძალოვნებმა პირველ შეხვედრაში წაგებული ორ ბურთიანი სხვაობა (4-2) გააბათილეს და მალევე წინ გასვლაც შეძლეს და ერთის მხრივ უიმედო სიტუაციაში ჩააგდეს მეტოქე, რომელიც ისედაც სერიოზულ საკადრო პრობლემებს განიცდიდა – „ბანკირებს“ არ ყავდათ დისკვალიფიცირებული პირველი მეკარე, გიორგი ვეშაპიძე და მთავარი გოლეადორი კახა კალაძე. თუმცა ასე არ ფიქრობდა დავით მუჯირი, რომლის ორი ყუმბარისებური დარტყმით ანგარიში ტაიმის ბოლოს მინიმუმამდე შეცირდა – 3-2, ორი მატჩის ჯამში კი კვლავ პროგრესი გავიდა წინა. მუმუს ბრწყინვალე თამაშით და მორიგი შრეული გასროლით ანგარიში მეორე ტაიმში გათანაბრდა – 3-3, რითიც პირველი მატჩის სტატუსკვოც აღდგა.  საოცარი თავდადებით მოთამაშე მეტოქის ფეხბურთელების წინააღმდეგ „ძალოვნებმა“ ვერაფერი გააწყვეს და ანგარიშიც უცვლელი დარჩა. ორი მატჩის ჯამში 7-5 პროგრეს ბანკის სასარგებლოდ.

აღსანიშნავია, რომ ორივე 1/2 ფინალში ფავორიტად შერაცხული გუნდები დამარცხდნენ. მათ ფავორიტობაზე კი მიმდინარე სეზონში ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირების სტატისტიკა მეტყველებდა: ნატახტარმა რეგულარულ სეზონში ორჯერვე 3-0 დაამარცხა პსპ, ხოლო შსს-ს პროგრეს ბანკი უფრო შთამბეჭდავად (8-4, 9-4) ყავდა დამარცხებული. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ფეხბურთი და განსაკუთრებით მინი ფეხბურთი სტატისტიკას და ფავორიტებს ხშირად არ აღიარებს….

28.06.2015. სუპერლიგა. 1/2 ფინალი (II რაუნდი)

FC PSP – მფკ ნატახტარი 1-1 (2-1)

პროგრეს ბანკი – შსს 3-3 (4-2)

სეზონის ბოლო და კულმინაციური აკორდი, სუპერლიგის ფინალი 5 ივლისს გაიმართება.  ფინალური შეხვედრის დაწყებამდე კი გულშემატკივარი ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ყველა ვარსკვლავთა შეხვედრას იხილავს.

 

21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დაიწყო საქველმოქმედო აქცია „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული. ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება გაიღოს საკუთარი  მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხა ვითიბი ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: კიდევ ორი ფინალი!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ სეზონის დასრულებმადე ორი სათამაშო კვირა რჩება. 27-28 ივნისს, ორი ახალი ჩემპიონი გამოვლინდება, ასევე გაირკვევა ის ორი გუნდი, რომელიც სუპერლიგის ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. მატჩებს ტრადიცულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

27 ივნისს, ვერცხლის ლიგას ახალი ჩემპიონი ეყოლება. სნიკერსის და კრედოს გუნდებისთვის აღნიშნული გათამაშება სადებიუტოა, შესაბამისად ტიტულსაც ერთ-ერთი მათგანი პირველად იზეიმებს. რეგულარული სეზონი ორივე გუნდმა დამაჯარებლად ჩაატარა. 1/2 ფინალამდე მოსვლა არცერთს არ გასჭირვებია. აქ კი კრედომ „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ საკმაოდ ძლიერ გუნდს აჯობა – ორი მატჩის ჯამში საყაიმო ანგარიშის შემდეგ (2-2;1-1) ფინალისტის ვინაობა 7 მეტრიანების სერიაში გაირკვა. სნიკერსმა კი ფინალამდე რეგულარული სეზონის გამარჯვებული, საქართველოს ბანკი ჩამოიცილა გზიდან (3-0;1-1). ფინალური შეხვედრა შაბათს, 18:00 სთ-ზე დაიწყება.

27.06.2015. ვერცხლის ლიგა. ფინალი

18:00 სნიკერსი – კრედო

კვირის სათამაშო დღე კი სუპერლიგის განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრებით დაიწყება. ფინალისტების გასარკვევად უაღრესად დაძაბული და სანტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი.

პირველები პარკეტზე პსპ-სა და ნატახტარის გუნდები გავლენ. პირველ შეხვედრაში „ფარმაცევტებმა“ ბოლო წამებზე გატანილი გოლით 2-1 შეძლეს მათთვის უხერხული მეტოქის ძლევა, რითიც მიმდინარე (და არამარტო) სეზონის უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიეს. ეს ამ გუნდების რიგით მეთერთმეტე დაპირისპირება იყო, საიდანაც 7 ნატახტარს ქონდა მოგებული, აქედან ორი მიმდინარე სეზონში (3-0;3-0). თუმცა ფაქტია, ერთ ბურთიანი უპირატესობა ფინალში გასასვლელად აუცილებელ წინაპირობად ვერ გამოდგება, რაც კვირას გასამართ შეხვედრას საინტერესოს ხდის.

არანაკლებ საინტერესო დაპირისპირებაა მოსალოდნელი მეორე 1/2 ფინალში. პირველ დუელში ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა  პროგრეს ბანკმა, რეგულარული სეზონის გამარჯვებულის, შსს-ს დამარცხება შეძლო 4-2 და ახლა ამ უპირატესობის  შენარჩუნებას ეცდება. აღსანიშნავია, რომ პსპ-ნატახტარის მსგავსად, ამ მატჩამდე „ბანკირებისა“ და „ძალოვნების“ ურთიერთდაპირისპირების სტატისტიკა შსს სასარგებლოდ იყო – ამ სეზონში მათ ორივეჯერ მოუგეს ძლიერ მეტოქეს (8-4, 9-4), თუმცა ახლა ფავორიტის სტატუსი უდაოდ „კალაძე და კომპანია“ სარგებლობს.

17:00 სთ-დან ამ შეხვედრის პირდაპირი ტრანსლირება ინტერნეტით განხორციელდება (იხ ბმული: https://www.youtube.com/channel/UCXvoDxIv-2oWoPJReV6NnoA)

28.06.2015. სუპერლიგა. 1/2 ფინალი (II რაუნდი)

16:00 FC PSP – მფკ ნატახტარი (2-1)

17:00 პროგრეს ბანკი – შსს (4-2) LIVE!

კვირასვე ჩემპიონი გაერთიანებულ ლიგაში გამოვლინდება. ეს გათამაშება წელს პირველად იმართება. თუკი თრეველკემპ ჯორჯიამ ფინალამდე გზა უდანაკარგოდ განვლო (7-დან 7 მოგება), ბიბლუსი ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო ხუთეულში ვერ მოხვედრის შემდეგ, გაერთიანებულ ლიგას ¼ ფინალიდან შეუერთდა. შესაბამისად ეს გუნდები პირველად ხვდებიან ერთმანეთს და ფავორტის დასახელებაც საკმაოდ რთულია. მატჩი 18:00 სთ-ზე აიღებს სტარტს.

28.06.2015. გაერთიანებული ლიგა. ფინალი

18:00 Travelcamp Georgia – ბიბლუსი

 

21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დაიწყო საქველმოქმედო აქცია „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული. ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება გაიღოს საკუთარი  მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხა ვითიბი ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: „ოქროს ნატახტარი“ – ზედიზედ მეორედ!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის შვიდ წლიან ისტორიაში, ზედიზედ მეორედ ნატახტარი ოქროს ლიგის ჩემპიონი გახდა. 21 ივნისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიის ცენტრალურ დარბაზში გამართულ ფინალურ შეხვედრაში ნატახტარიევროპაბეთს დაუპირისპირდა და 5-1 დაამარცხა. საკუთარი გუნდის გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ნატახტარის შემტევმა კახაბერ გოგოხიამ, რომელმაც გუშინ პოკერის შესრულება შეძლო, კიდევ ერთი გოლი გუნდის კაპიტნის გიორგი სეფერთელაძის ანგარიშზეა. „ბუკმეიკერების“ მხრიდან, რომელთათვისაც ეს სეზონის ლიგაში სადებიუტო იყო, თავი ლევან კოპალიანმა გამოიჩინა. მატჩი საკმაოდ სანახაობრივი გამოდგა, რასაც დამატებით ხიბლს ორივე გუნდის ქომაგთა აქტიური მხარდაჭერა სძენდა.

ფინალის საუკეთესო მოთამაშედ რასაკვირველია, პოკერის ავტორი კახაბერ გოგოხია დასახელდა, მასვე ერგო ოქროს ლიგის 2014/15 წ.წ სეზონის საუკეთესოს ტიტულიც.

21.06.2015. ოქროს ლიგა. ფინალი

ევროპაბეთი – ნატახტარი 1-5

გოლები: კოპალიანი – გოგოხია (4), სეფერთელაძე

სხვადასხვა ნომინაციებში სეზონის გამორჩეული ფეხბურთელები, ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორის ესპანური სპორტული ბრენდის JOMA პრიზებით და ჩემპიონატის სპონსორის, დანიური ფეხსაცმლის ბრენდი „ეკკო“-ს 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

  1. საუკეთესო მეკარე – დათა ფარაჯანაშვილი (საქართველოს ბანკი)
  2. საუკეთესო მცველი – გიგა კიკვიძე (GM ჭიათურა)
  3. უნივერსალი – ლევან კოპალიანი (ევროპაბეთი)
  4. ბომბარდირი – გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი)  – 17 გოლი
  5. საუკეთესო ასისტენტი – ბექა აფაქიძე (ნატახტარი) – 7 პასი
  6. ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი – გიორგი ლუკავა (ევროპაბეთი)
  7. საუკეთესო თავდამსხმელი – გიორგი ჯობავა (ვითიბი ბანკი)
  8. ფინალის საუკეთესო მოთამაშე – კახაბერ გოგოხია (ნატახტარი)
  9. ოქროს ლიგის 2014/15წ.წ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი –კახაბერ გოგოხია (ნატახტარი)

კვირასვე კიდევ ორი ფინალის მონაწილეთა ვინაობა გაირკვა.

როგორც მოსალოდნელი იყო საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა ვერცხლის ლიგის განმეორებითი ½ ფინალური დაპირისპირება კრედოსა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდებს შორის. პირველი მატჩის მსგავსად, რომელიც ფრედ 2-2 დასრულდა, გუშინდელ შეხვედრაშიც საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 1-1 და გამარჯვებულის გამოსავლენად 7 მეტრიანი დარტყმების სერიის დანიშვნა გახდა საჭირო, სადაც მეტოქეზე უკეთ კრედოს ფეხბურთელებიგაისარჯნენ და ლიგის ისტორიაში მათთვის პირველი ფინალის საგზურიც მოიპოვეს. რაც შეეხება GWP-ის, საპლეიოფო სერიაში მათ მეორედ მოუხდათ „საფეხბურთო ლატარეის“ თამაში და 1/4 ფინალისგან განსხვავებით სადაც ვითიბის სძლიეს, ამჯერად იღბალი მათ მხარეს არ აღმოჩნდა.

ყოველგვარი მოულოდნელობების გარეშე ჩაირა მეორე 1/2 ფინალურმა „გარჩევამ“. პირველ შეხვედრაში სნიკერსს 3-0 ყავდა საქართველოს ბანკი დამარცხებული და მიუხედავად საკადრო პრობლემებისა უპირატესობის შენარჩუნება არ გასჭირვებია, ფრე 1-1.

21.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (II რაუნდი)

GWP – კრედო 1-1 (2-2)პენ. 4-5

სნიკერსი – საქართველოს ბანკი 1-1 (3-0)

ვერცხლის ლიგის ფინალური შეხვედრა, შაბათს, 27 ივნისს 18:00 სთ-ზე გაიმართება.

 

28 ივნისს, გაერთიანებული ლიგის ფინალში კი ერთმანეთს ბიბლუსი და თრეველკემპ ჯორჯია დაუპირისპირდებიან.

½ ფინალში, ბიბლუსის მეტოქე ასევე ბრინჯაოს ლიგიდან დაქვეითებული მედიქლაბჯორჯია იყო, რომელსაც 4-1 სძლია.

თრეველკემპი კი ერთადერთი გუნდია მიმდინარე სეზონში რომელმაც ფინალამდე უდანაკარგოდ მიაღწია, ამჯერად მათი „მსხვერპლი“ გორგია გახდა, რომელსაც 5-3 მოუგეს და დამსახურებულად მოიპოვეს ფინალის საგზური.

21.06.2015. გაერთიანებული ლიგა. 1/2 ფინალი

მედიქლაბჯორჯია -ბიბლუსი 1-4

თრეველკემპ ჯორჯია – გორგია 5-3

 

21 ივნისიდან, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში დაიწყო საქველმოქმედო აქცია „ერთად დავეხმაროთ თბილისს“, რომელიც თბილისის სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად არის მიმართული. ყველა სათამაშო დღეს დარბაზის ტერიტორიზე განთავსებული იქნება სპეციალური ყუთი და თითოეულ სტუმარს საშუალება ექნება გაიღოს საკუთარი  მინიმალური წვლილი ამ ადამიანების დასახმარებლად. შეგროვებული თანხა ვითიბი ბანკში გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: „ოქროს“ ჩემპიონის მოლოდინში!

21 ივნისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს უმასპინძლებს. აღნიშნული მატჩები წინა კვირას, 14 ივნისს უნდა გამართულიყო, თუმცა თბილისში დატრიალებული სტიქიური უბედურების გამო, ორგანიზატორების გადაწყვეტილებით სათამაშო დღე ერთი კვირით გადაიდო.

13 ივნისს გამართული 1/4 ფინალების შემდეგ გაირკვა იმ ოთხი გუნდის ვინაობა, რომლებიც გაერთიანებული ლიგის ფინალის საგზურისთვის იბრძოლებენ. პირველი წყვილი ბრინჯაოს ლიგის მონაწილეებმა შეადგინეს, მედიქლაბჯორჯიაბიბლუსს დაუპირისპირდება.
„მედიკოსებმა“ პლეიოფში ჯიპიაი ჰოლდინგს აჯობეს 3-2, ხოლო ბიბლუსმა შანგრილას სძლია იოლად – 6-2. მეორე 1/2 ფინალის მონაწილეებმა კი ბრინჯაოს ლიგის გუნდებს ტოლი არ დაუდეს და ფინალში გასასვლელად ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. თრეველკემპ ჯორჯიამ ჯო ენი დაამარცხა 3-2, ხოლო გორგიამ თბილისის მერიის შესუსტებულ გუნდს სძლია 2-0.

21.06.2015. გაერთიანებული ლიგა. 1/2 ფინალი

15:00 მედიქლაბჯორჯია -ბიბლუსი

16:00 თრეველკემპ ჯორჯია – გორგია

კვირასვე, ფინალისტების ვინაობა ვერცხლის ლიგაში უნდა გაირკვეს.

კრედოსა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა და ყველაფერი სწორედ განმეორებით შეხვედრაში უნდა გადაწყდეს.

საკმაოდ სოლიდური უპირატესობით ხვდება სნიკერსისაქართველოს ბანკთან განმეორებით დუელს, მათ მეტოქე პირველ შეხვედრაში 3-0 ყავთ დამარცხებული და „ბანკირების“ წინაშე ურთულესი ამოცანა დგას.

21.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (II რაუნდი)

14:00 GWP – კრედო (2-2)

17:00 სნიკერსი – საქართველოს ბანკი (3-0)

სათამაშო დღეს ოქროს ლიგის ფინალური დაპირისპირება დაასრულებს. ჩემპიონობისთვის ნატახტარი და ევროპაბეთი იბრძოლებენ. თუკი ნატახტარისთვის მიზანი შარშანდელი ტიტულის დაცვაა, „ბუკმეიკერები“ ლიგაში პირველ სეზონს ატარებენ და შესაბამისად სადებიუტო „ტროფეის“ მოგება მათთვის დამატებითი სტიმულია. ეს გუნდები მიმდინარე გათამაშებაში პირველად და ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ნატახტარმა 4-2 სძლია მეტოქეს. ფინალი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

21.06.2015. ოქროს ლიგა. ფინალი

18:00 ევროპაბეთი – ნატახტარი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

20SBM LEAGUE 2014/15: მორიგი ჩემპიონის მოლოდინში!

მომავალ უქმეებზე ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში კიდევ ერთი ჩემპიონის ვინაობა უნდა გახდეს ცნობილი. 13-14 ივნისს ჯ.ცერცვაძის აკადემია მორიგ სათამაშო დღეებს უმასპინძლებს.

შაბათი დღე გაერთიანებული ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირებებით დაიწყება. წრიული ეტაპის შემდეგ, საუკეთესო ოთხეულს ბრინჯაოს ლიგაში VI-VII ადგილებზე გასული ოთხი გუნდი შეუერთდა, რომლებიც მომდევნო ეტაპზე გამსვლელის ვინაობას ერთ რაუნდიან დუელში გაარკვევენ.

13.06.2015.გაერთიანებული ლიგა. 1/4 ფინალი

11:00 თრეველკემპ ჯორჯია – ჯო ენი

12:00 შანგრილა – ბიბლუსი

13:00 ჯიპიაი ჰოლდინგი – მედიქლაბჯორჯია

16:00 გორგია – თბილისის მერია

რაც შეეხება 1/2 ფინალებს, მატჩები უკვე კვირას, 14 ივნისს გაიმართება.

14.06.2015. გაერთიანებული ლიგა. 1/2 ფინალი

16:00 თრეველკემპ ჯორჯია/ჯო ენი – გორგია/თბილისის მერია

17:00 ჯიპიაი ჰოლდინგი/მედიქლაბჯორჯია – შანგრილა/ბიბლუსი

 

შაბათის მთავარი მოვლენები სუპერლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრებში უნდა განვითარდეს.

14:00 სთ-ზე ერთმანეთს, ტრადიცული მეტოქეები მფკ ნატახტარი და FC PSP დაუპირისპირდებიან.  მიმდინარე სეზონის წრიულ ეტაპზე ნატახტარმა ორჯერ მოახერხა „ფარმაცევტების“ ძლევა და ორჯერვე ერთნაირი ანგარიშით – 3-0. ხვალ ეს გუნდები მეთერთმეტედ შეხვდებიან ერთმანეთს. ოთხ წლიანი ურთიერთშეხვედრების მანძილზე ნატახტარმა შვიდჯერ შეძლო მეტოქის ძლევა, თავად კი სამჯერ დამარცხდა. მიუხედავად სტატისტიკისა, ხვალინდელი 1/2 ფინალი უაღრესად დაძაბული და საინტერესო იქნება და წინასწარ ფავორიტის დასახელებაც საკმაოდ რთულია.

მეორე 1/2 ფინალური წყვილიც არანაკლებ საინტერესოდ გამოიყურება. წრიული ეტაპის გამარჯვებული შინაგან საქმეთა სამინისტრო, ქართული ფეხბურთის ვარსკვლავებით დაკომპლექტებულ პროგრეს ბანკს დაუპირისპირდება. ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაზე ამ გუნდების დაპირისპირებების ისტორიამხოლოდ მიმდინარე სეზონს ითვლის, სადაც სრული უიპრატესობა „ძალოვნებს“ აქვთ – მათ ორივე შეხვედრაში სძლიეს მრისხანე მეტოქეს. თუმცა პლეიოფის პრინციპიდან გამომდინარე ამ წყვილშიც უპირობო ფავორიტის გამოყოფა არ იქნება იოლი. მატჩი 15:00 სთ-ზე აიღებს სტარტს

რაც შეეხება განმეორებით შეხვედრებს, ფინალისტების ვინაობა საბოლოოდ 21 ივნისს გახდება ცნობილი.

13.06.2015. სუპერლიგა. 1/2 ფინალი (I რაუნდი)

14:00 მფკ ნატახტარი – FC PSP

15:00 შსს – პროგრეს ბანკი

კვირას კი ოქროს ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება. თუმცა მანამდე, ფინალისტების ვინაობა ვერცხლის ლიგაში უნდა გაირკვეს.

კრედოსა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდების პირველი დაპირისპირება ფრედ, 2-2 დასრულდა და ყველაფერი სწორედ განმეორებით შეხვედრაში უნდა გადაწყდეს.

საკმაოდ სოლიდური უპირატესობით ხვდება სნიკერსისაქართველოს ბანკთან განმეორებით დუელს, მათ მეტოქე პირველ შეხვედრაში 3-0 ყავთ დამარცხებული და „ბანკირების“ წინაშე ურთულესი ამოცანა დგას.

14.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (II რაუნდი)

14:00 GWP – კრედო (2-2)

15:00 სნიკერსი – საქართველოს ბანკი (3-0)

სათამაშო დღეს ოქროს ლიგის ფინალური დაპირისპირება დაასრულებს. ჩემპიონობისთვის ნატახტარი და ევროპაბეთი იბრძოლებენ. თუკი ნატახტარისთვის მიზანი შარშანდელი ტიტულის დაცვაა, „ბუკმეიკერები“ ლიგაში პირველ სეზონს ატარებენ და შესაბამისად სადებიუტო „ტროფეის“ მოგება მათთვის დამატებითი სტიმულია. ეს გუნდები მიმდინარე გათამაშებაში პირველად და ერთადერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ ნატახტარმა 4-2 სძლია მეტოქეს. ფინალი 18:00 სთ-ზე დაიწყება.

14.06.2015. ოქროს ლიგა. ფინალი

18:00 ევროპაბეთი – ნატახტარი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: მფკ ტატიშვილი – პირველი ჩემპიონი!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგას პირველი ჩემპიონი ყავს. 7 ივნისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ ბრინჯაოს ლიგის 2014/15 წ.წ ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც ერთმანეთს მფკ ტატიშვილი და პალიტრა მედია დაუპირისპირდნენ.

სავსე ტრიბუნების ფონზე მიმდინარე შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და ემოციური გამოდგა. ანგარიში „მედიკოსებმა“ მე-12 წუთზე გახსნეს, თავი დავით წინწკალაძემ გამოიჩინა. პალიტრას ფეხბურთელებმა თანაფარდობა ტაიმის მიწურულს აღადგინეს, 10 მეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუტად გიგი კირვალიძემ შეასრულა – 1-1. მეორე ნახევარი ერთი წუთის დაწყებული არ იყო, რომ ზურა შერმადინმა„ტატიშვილი“ კვლავ წინ გაიყვანა და როგორც შემდეგ გაირკვა, გუნდების არაერთი მცდელობის მიუხედავად საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა – 2-1. მინი ფეხბურთის კლუბი ტატიშვილი, თავისი დაარსების პირველივე წელს ბრინჯაოს ლიგის ჩემპიონი გახდა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად, გამარჯვების გოლის გამტანი ზურა შერმადინი დასახელდა. რაც შეეხება ბრინჯაოს ლიგის 2014/15 წ.წ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს, ეს ტიტული ჩემპიონის რიგებში უდაოდ გამორჩეულ მოთამაშეს, გიორგი პირველს ხვდა წილად.

07.06.2015. ბრინჯაოს ლიგა. ფინალი

მფკ ტატიშვილი – პალიტრა მედია 2-1

გოლები: 12წთ, წინწკალაძე (1-0), 18წთ, კირვალიძე (1-1), 21წთ, შერმადინი (2-1)

სეზონის საუკეთესოები სხვადასხვა ნომინაციებში გამოვლინდნენ, რომლებსაც ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორის, ესპანური სპორტული ბრენდის JOMA პრიზები და ჩემპიონატის სპონსორის, დანიური ფეხსაცმლის ბრენდი „ეკკო“-ს 50%-იანი ფასდაკლების ვაუჩერებიგადაეცათ. ნომინანტები და ჩემპიონ-პრიზიორები, ჩემპიონატის გენერალური პარტნიორის „ვითიბი ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი დოლიძემ და მფკ მოსკოვის „სპარტაკის“ და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბესიკ ზოიძემ დააჯილდოვეს.

  1. საუკეთესო მეკარე – დავით ჯვარშეიშვილი (ქლინინგ სერვის გრუპი)
  2. საუკეთესო მცველი – ლაშა დონდოლაძე (საქართველოს ფოსტა)
  3. უნივერსალი – დავით იობიძე (სდსს)
  4. ბომბარდირი – ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) – 26 გოლი
  5. საუკეთესო ასისტენტი – ლევან კახობერაშვილი (გუჯარი) -10 პასი
  6. ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელი – გიგი მამალაძე (GE)
  7. საუკეთესო თავდამსხმელი – გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა)
  8. ფინალის საუკეთესო მოთამაშე – ზურა შერმადინი (მფკ ტატიშვილი)
  9. ბრინჯაოს ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი –გიორგი პირველი (მფკ ტატიშვილი)

 

კვირასვე, ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები გაიმართა. საინტერესო და დაძაბული გამოდგა კრედოსა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ დაპირისპირება, რომელიც ლოგიკური ანგარიშით 2-2 დასრულდა და ფინალისტის ბედს განმეორებითი დუელი გადაწყვეტს. მოულოდნელად დიდი ანგარიშით დამარცხდა რეგულარული სეზონის გამარჯვებული საქართველოს ბანკი, რომელმაც სნიკერსთან 0-3 დათმო და ფინალში გასასვლელად ურთულესი ამოცანის გადაჭრა მოუწევს.

განმეორებითი დაპირისპირებები 14 ივნისს გაიმართება.

07.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (I რაუნდი)

კრედო – GWP 2-2

საქართველოს ბანკი – სნიკერსი 0-3

წრიული ეტაპის ბოლო, გადადებული შეხვედრა გაიმართა სუპერლიგაში. შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პსპ-ს გუნდების დაპირისპირება ფრედ, 1-1 დასრულდა. წინასწარვე იყო ცნობილი, რომ წრიულ ეტაპს პირველ ადგილზე „ძალოვნები“ დაასრულებდნენ, რაც შეეხება დანარჩენ სამეულს, მეორე ადგილზე მფკ ნატახტარი გავიდა, FC PSP მესამეა, ხოლო „ვარსკვლავებით“ დაკომპლექტებულმა პროგრეს ბანკმა ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა.

07.06.2015. სუპერლიგა. XIV ტური. (გადადებული)

შსს – FC PSP 1-1

13 ივნისს, პირველი 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართება:

შსს – პროგრეს ბანკი

მფკ ნატახტარი – FC PSP

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: 7 ივნისს ბრინჯაოს ლიგის ფინალია!

7 ივნისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ სეზონს პირველი ჩემპიონი ეყოლება. თასის გათამაშების შემდეგ, საუკეთესო გუნდი ბრინჯაოს ლიგაში უნდა გამოვლინდეს. კვირის სათამაშო დღეს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს.

7 ივნისის სათამაშპ დღე ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის შეხვედრებით დაიწყება. 15:00 სთ-ზე, ერთმანეთს კრედოსა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდები დაუპირისპირდებიან, მეორე 1/2 ფინალში კი საქართველოს ბანკი და სნიკერსი ითამაშებენ. ფინალისტების ვინაობა ორი მატჩის ჯამში უნდა გაირკვეს.

07.06.2015. ვერცხლის ლიგა. 1/2 ფინალი (I რაუნდი)

15:00 კრედო – GWP

16:00 საქართველოს ბანკი – სნიკერსი

კვირასვე გაიმართება სუპერლიგის წრიული ეტაპის XIV ტურის გადადებული შეხვედრაც, რომელშიც ერთმანეთს შსს და პსპ დაუპირისპირდებიან. რაც შეეხება 1/2 ფინალებს,  უკვე გადაწყვეტილია, რომ „ძალოვნები“ პროგრეს ბანკთან ითამაშებენ, ხოლო „ფარმაცევტების“ მეტოქე მფკ ნატახტარი იქნება. ორ რაუნდიანი დუელი 13 და 21 ივნისს შედგება.

07.06.2015. სუპერლიგა. XIV ტური. (გადადებული)

17:00 შსს – FC PSP

7 ივნისის კულმინაცია კი ბრინჯაოს ლიგის ფინალური შეხვედრაა. 18:00 სთ-ზე საუკეთესოს ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს მფკ ტატიშვილი და პალიტრა მედია დაუპირისპირდებიან.

ამ გუნდებმა ფინალამდე საკმაოდ საინტერესო გზა განვლეს. ტატიშვილი ა ჯგუფში ასპარეზობდა და საბოლოოდ 9 მატჩში ერთი წაგებით, საუკეთესო ხუთეულში მესამე ადგილი დაიკავა. 1/8 ფინალში „მედიკოსების“ მეტოქე ივერიაბეთი იყო და მათ ამ ბარიერის დაძლევა არ გასჭირვებიათ. საკმაოდ დაძაბული გამოდგა 1/4 ფინალური დაპირისპირება ევროკრედიტთან, რომელშიც ფინალისტმა მინიმალური სხვაობით, 1-0 იმარჯვა. ½ ფინალში მათ მცხეთის „გუჯარი“ დაამარცხეს იოლად, 2-7.

რაც შეეხება პალიტა მედიას, ისინი წრიულ ეტაპზე ორჯერ დამარცხდნენ და მეოთხე ადგილით გავიდნენ შემდგომ ეტაპზე, სადაც მათი პირველი მეტოქე პროკრედიტ ბანკი იყო, რომლის ძლევაც „პალიტრას“ არ გასჭირვებია. ასევე იოლად მოახერხეს 1/4 ფინალური ბარიერის დაძლევა, სადაც ისინი მფკ პალერმოს დაუპირისპირდნენ. სამაგიეროდ, უაღრესად დაძაბული და დრამატული გამოდგა 1/2 ფინალური შეხვედრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდთან. საბოლოოდ ფინალისტმა ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს 3-2 სძლია და ფინალის საგზურიც დამსახურებულად მოიპოვა.

07.06.2015. ბრინჯაოს ლიგა. ფინალი

18:00 მფკ ტატიშვილი – პალიტრა მედია

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: „ერისთავი“ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასისმფლობელია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2014/15 წ.წ გათამაშებას პირველი გამარჯვებული ყავს. 31 მაისს, ლიგის თასის ფინალურ შეხვედრაში „ერისთავმა“ბი პი ჯორჯია დაამარცხა 2-0  და  ლიგის ისტორიაში პირველად, აღნიშნულ ტიტულს დაეუფლა.

საკმაოდ თანაბრად მიმდინარე შეხვედრაში „იურისტებმა“ ანგარიში მეორე ტაიმის საწყის წუთებზე გახსნეს, ოთარ მგელაძის შორეულ დარტყმას რიკოშეტი მოყვა და ბურთი ისე აღმოჩნდა კარის ბადეში. მეორე გოლი მატჩის მიწურულს გავიდა, თავი ჯაბა ჯინჭველაშვილმა გამოიჩინა.

ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად, „ერისთავის“ მეკარე დავით ღლონტი დასახელდა, ხოლო ბომბარდირის ტიტული 4 გატანილი გოლით საქართველოს ბანკის შემტევს, ლაშა ჯოხაძეს ერგო. მათ სამახსოვრო თასებთან ერთად, ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორისგან, ესპანური სპორტული ბრენდისგან JOMAსპეციალური პრიზები გადაეცათ.

31.05.2015. თასი. ფინალი

BP GEORGIA – ერისთავი 0-2

გოლები: 23წთ,მგელაძე (0-1), 39წთ, ჯინჭველაშვილი (0-2)

რაც შეეხება დანარჩენ შეხვედრებს, უქმეები შაბათს, გაერთიანებული ლიგის ბოლო, მეხუთე ტურის ორი შეხვედრით დაიწყო.

რუსთავის მერიამ3-7 სძლია კნაუფს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად შანგრილასა და ჯიპიაი ჰოლდინგის შეხვედრაში მხოლოდ ამ უკანასკნელთა გამარჯვება არ აძლევდათ ხელს, თუმცა თავად ჯიპიაის ფეხბურთელები სხვანაირად ფიქრობდნენ და საკმაოდ უხერხულ მეტოქესთან აუცილებელი სამი ქულაც და 1/4 ფინალის საგზური დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს – 2-1. როგორც შემდეგ გაირკვა ამ გამარჯვებით მათ მეორე ადგილზე შეძლეს გასვლა, ვინაიდან კვირას გამართულ დაპირისპირებაში თრეველკემპ ჯორჯიამგორგია დაამარცხა 7-4. ეს ამ გუნდის ზედიზედ მეხუთე გამარჯვებაა მიმდინარე გათამაშებაში. გორგიასა და ჯიპიაის შორის კი მეორე ადგილის ბედი ბურთების უკეთესმა სხვაობამ გადაწყვიტა, ისევე როგორც  მეოთხე ადგილზე გამსვლელის ვინაობა, შანგრილამ სწორედ ამ კომპონენტით ჩამოიტოვა უკან რუსთაველები.

30-31.05.2015. გაერთიანებული ლიგა. V ტური

კნაუფი – რუსთავის მერია 3-7

შანგრილა – ჯიპიაი ჰოლდინგი 1-2

თრეველკემპ ჯორჯია – გორგია 7-4

ამრიგად გაერთიანებული ლიგის საუკეთესო ოთხი გუნდი 1/4 ფინალში ბრინჯაოს ლიგის 6-7 ადგილოსნებს დაუპირისპირდება. გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ:

თრეველკემპ ჯორჯია – ჯო ენი

ჯიპიაი ჰოლდინგი – მედიქლაბჯორჯია

გორგია – თბილისის მერია

შანგრილა – ბიბლუსი

1/4 და 1/2 ფინალური შეხვედრები 13 და 14 ივნისს გაიმართება.

გაერთიანებული ლიგის ბომბარდირები: ზაზა ფიფია (თრეველკემპი) – 13, ლევან ამირანაშვილი (თრეველკემპი), გიორგი გოროზია (რუსთავის მერია) – 6

ორ დღეზე გადანაწილდა წრიული ეტაპის ბოლო, XVIII ტურის შეხვედრები სუპერლიგაშიც. 30 მაისს ორი დაპირისპირება გაიმართა, სკ ჯვაროსნებმა საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 4-3 სძლიეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გუნდს და ასპარეზობა საპატიო მეხუთე ადგილზე დაასრულეს. ასევე ერთი ბურთის სხვაობით იმარჯვა მფკ ნატახტარმა, რომელმაც ბათუმის „დინამო“  დაამარცხა 3-2. კვირას კი ერთმანეთის პირისპირ შსს და პროგრეს ბანკი წარსდგნენ. ლიდერების გარეშე დარჩენილი „ბანკირები“ რომლებსაც შემადგენლობაში კახი კალაძე და ალექსანდრე იაშვილი აკლდათ, 9-4 დამარცხდნენ.

სუპერლიგაში მეორე წრის კიდევ ერთი მატჩია ჩასატარებელი – 7 ივნისს, XIV ტურის გადადებულ  შეხვედრაში ერთმანეთს შსს და პსპ უნდა დაუპირისპირდნენ, თუმცა ამის გარეშეც უკვე გარკვეულია თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები 1/2 ფინალში:

პირველ ადგილზე გასული „ძალოვნები“, მეოთხე ადგილზე გასულ პროგრეს ბანკს დაუპირისპირდებიან, ხოლო მეორე ფინალისტის ვინაობა ტრადიცული მეტოქეების, მფკ ნატახტარისა და სკ პსპ-ს დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს. ორ რაუნდიანი პლეიოფი 13 და 21 ივნისს გაიმართება.

30-31.05.2015. სუპერლიგა. XVIII ტური

ს.კ ჯვაროსნები – FC TTC 4-3

მფკ ნატახტარი – დინამო (ბთ) 3-2

პროგრეს ბანკი – შსს 4-9

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) – 24, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 21, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17, დავით მუჯირი (პროგრეს ბანკი), კახა გოგოხია (მფკ ნატახტარი) – 16

ცნობილია ოქროს ლიგის ერთი ფინალისტის ვინაობაც. ევროპაბეთისა და „ჯორჯიან მანგანეზ ჭიათურას“ უაღრესად დაძაბული  და საინტერესო განმეორებითი 1/2 ფინალური დაპირისპირება იმერელთა გამარჯვებით, 1-2 დასრულდა, თუმცა პირველი მატჩი „ბუკმეიკერებს“ 3-1 ქონდათ მოგებული და ფინალშიც სწორედ ისინი ითამაშებენ. მათი მეტოქის ვინაობა კი საქართველოს ბანკისა და ნატახტარის დაპირისპირებაში უნდა გაირკვეს. კვირას ამ გუნდების პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მოქმედმა ჩემპიონმა 2-1 სძლია „ბანკირებს“ და განმეორებითი დაპირისპირების წინ, ერთ ბურთიანი უპირატესობა მოიპოვა.

31.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი

ევროპაბეთი – GM ჭიათურა 1-2 (3-1)

ნატახტარი – საქართველოს ბანკი 2-1

 

ოქროს ლიგის ბომბარდირები: გიორგი სეფერთელაძე (ნატახტარი) – 14, მიხეილ გოგბერაშვილი (GM ჭიათურა) – 12, კახაბერ გოგოხია (ნატახტარი) – 11

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: სულ ცოტა დრო საფინალო ეტაპამდე!

23-24 მაისს, ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ შეხვედრებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიამ უმასპინძლა.

შაბათის სათამაშო დღე გაერთიანებული ლიგის მეოთხე ტურის მატჩებით დაიწყო. მორიგი სამი ქულა მოიპოვა თრეველ კემპ ჯორჯიამ, რომელმაც უახლოესი მდევარი,შანგრილა დაამარცხა 6-1 და ჯგუფში პირველი ადგილი და მომდევნო ეტაპზე თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა. საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა გორგიასა და რუსთავის მერიის გუნდების დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვება გორგიას ფეხბურთელებმა მოიპოვეს4-3 და ერთი ტურით ადრე მათ პლეიოფშიი გასვლასაც საფრთხე აღარ ემუქრება.

23.05.2015. გაერთიანებული ლიგა. IV ტური

Travel camp Georgia – შანგრილა6-1

გორგია – რუსთავის მერია 4-3

კნაუფი – ჯიპიაი ჰოლდინგი 0-3 (ტექ.მოგება)

გერთიანებული ლიგის მეორე ტურის ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა კვირას. თრეველ კემპი ჯიპიაი ჰოლდინგს დაუპირპისპირდა და დრამატული ორთაბრძოლის ბოლო წუთზე გატანილი გამარჯვების გოლით შეძლო მეტოქის ძლევა, 4-3.

24.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური (გადადებული)

Travel camp Georgia- ჯიპიაი ჰოლდინგი 4-3

გაერთიანებული ლიგის საუკეთესო ოთხეული პლეიოფში, ბრინჯაოს ლიგაში 6-7 ადგილებზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.

გაერთიანებული ლიგის ბომბარდირები: ზაზა ფიფია (Travel Camp) – 8, ლევან ამირანაშვილი (Travel Camp) – 5, დავით დახუნდარიძე (Travel Camp) – 4

 

შაბათსვე სუპერლიგის XIII ტურის გადადებული შეხვედრაც გაიმართა, რომელშიც პროგრეს ბანკიპსპ-ს დაუპირისპირდა და 4-7 დამარცხდა.

23.05.2015. სუპერლიგა. XIII ტური (გადადებული)

პროგრეს ბანკი – FC PSP 4-7

სათამაშო დღის მთავარი ინტრიგა კი რასაკვირველია ბრინჯაოს ლიგის ფინალისტთა ვინაობის გარკვევა იყო.

პალიტრა მედიისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდების 1/2 ფინალური დაპირისპირება უაღრესად საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ პალიტრას გამარჯვებით, 3-2 დასრულდა. მათი მეტოქე ფინალში მფკ ტატიშვილი იქნება, რომელმაც ყველასთვის მოულოდნელად მცხეთის „გუჯარს“ საკმაოდ იოლად, 7-2 სძლია.

23.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/2 ფინალი

სდსს – პალიტრა 2-3

გუჯარი (მცხეთა) – მფკ ტატიშვილი 2-7

ბრინჯაოს ლიგის ფინალური შეხვედრა 7 ივნისს გაიმართება.

ბრინჯაოს ლიგის ბომბარდირები: ირაკლი ბურჭულაძე (ევროკრედიტი) – 26, გიორგი მაკარაშვილი (პალიტრა) – 21, ჯაბა კოღუა (საქართველოს ფოსტა) – 19

 

კვირას სუპერლიგის წრიული ეტაპის ბოლოს წინა ტურის შეხვედრები გაიმართა. როგორც მოსალოდნელი იყო, ტურის ცენტრალური დაპირპირება შსს-ს და მფკ ნატახტარს შორის ყველაზე საინტერესო გამოდგა და საბოლოოდ ლოგიკური ფრით, 2-2 დასრულდა. მოპოვებული ქულით „ძალოვნებმა“ სატურნირო ცხრილში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნეს. ნატახტარის წაფორხილებით ისარგებლა PSP-მ, რომელმაც DHLარ დაინდო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო ლიდერთან ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანა.

24.05.2015. სუპერლიგა. XVII ტური

FC TTC – UG 3-2

შსს – მფკ ნატახტარი 2-2

დინამო (ბთ) – ს.კ ჯვაროსნები 0-2

DHL – FC PSP 0-12

ბოლო ტურის შეხვედრებიდან გამორჩევის ღირსია შსს-ს და პროგრეს ბანკის დაპირისპირება. 1/2 ფინალური წყვილები კი 7 ივნისს, პსპ-ს და შსს-ს XIV ტურის გადადებული მატჩის გამართვის შემდეგ გაირკვევა.

სუპერლიგის ბომბარდირები: რევაზ ინჯგია (შსს) – 23, კახა კალაძე (პროგრეს ბანკი) – 21, ალექსანდრე იაშვილი (პროგრეს ბანკი) – 17

ნახევარფინალისტები ცნობილია ვერცხლის ლიგაში. 1/4 ფინალური ეტაპის განმეროებითი შეხედრებიდან ყველაზე დაძაბული და დრამატული ვითიბი ბანკისა და „ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერის“ გუნდების დაპირისპირება გამოდგა. პირველი მატჩის მსგავსად, მეორე დუელიც უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებულის ბედიც 7 მეტრიანების სერიაში გაირკვა, სადაც იღბალი GWP-ის ფეხბურთელების მხარეს აღმოჩნდა. მათი მეტოქე 1/2 ფინალში კრედო იქნება, რომელმაც ტატიშვილთან პირველი მატჩის მოგების (3-1) შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში საყაიმო ანგარიში იკმარა – 4-4. მეორე ნახევარფინალურ წყვილს კი საქართველოს ბანკისა და სნიკერსის გუნდები შეადგენენ, რომლებმაც იოლად მოახერხეს 1/4 ფინალური ბარიერის დაძლევა.

24.05.2015. ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (II რაუნდი)

კრედო – ტატიშვილი 4-4  (3-1)

GWP – ვითიბი  0-0 პენ 5-4  (0-0)

BP GEORGIA – სნიკერსი 2-7  (1-2)

საქართველოს ბანკი – ბანკი რესპუბლიკა 6-0  (2-2)

ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალები 7 და 14 ივნისს გაიმართება.

კრედო – GWP

საქართველოს ბანკი – სნიკერსი

 

ვერცხლის ლიგის ბომბარდირები: ზურა ცერცვაძე (კრედო) – 32, ლაშა ჯოხაძე (საქართველოს ბანკი 2) – 31, ლადო ასათიანი (ბაქსვუდი) – 26, გიორგი აფციაური (GWP) – 25

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: შაბათს ბრინჯაოს ფინალისტების ვინაობა გაირკვევა

მორიგი უქმეები ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში საინტერესო დაპირისპირებებით იქნება გამორჩეული. 23-24 მაისს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია ბრინჯაოს ლიგის  1/2 ფინალურ შეხვედრებს და ვერცხლის ლიგის განმეორებით 1/4 ფინალურ დაპირისპირებებს უმასპინძლებს. გარდა ამისა სუპერლიგის და გაერთიანებული ლიგის გუნდები წრიული ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრებს გამართავენ.

შაბათის სათამაშო დღე გაერთიანებული ლიგის IV ტურის შეხვედრებით დაიწყება. ექვსი გუნდი მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის იბრძვის, შესაბამისად ამ ტურს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ერთადერთი გუნდი რომელიც უდანაკარგოდ ასპარეზობს, თრეველ კემპ ჯორჯიაა. 6 ქულით, ერთი თამაშით ნაკლებით და ბურთების  უარესი შეფარდებით მეორე ადგილზე შანგრილა იმყოფება. დანარჩენი ოთხეული კი პლეიოფში გასასვლელად აბსოლიტურად თანაბარ შანსებს ინარჩუნებენ.

23.05.2015. გაერთიანებული ლიგა. IV ტური

11:00 კნაუფი – ჯიპიაი ჰოლდინგი

12:00 Travel camp Georgia – შანგრილა

13:00 გორგია – რუსთავის მერია

შაბათსვე გაიმართება სუპერლიგის XIII ტურის გადადებული შეხვედრა პროგრეს ბანკსა და პსპ-ს შორის. ორივე მათგანს პლეიოფში თამაში უკვე განაღდებული აქვს, თუმცა საბოლოო სატურნირო მდგომარეობისთვის ამ მატჩს დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ამ დროისთვის მესამე პოზიციაზე პროგრეს ბანკი იმყოფება, რომელსაც „ფარმაცევტები“ ორი ქულით და ერთი თამაშით ჩამორჩებიან.

23.05.2015. სუპერლიგა. XIII ტური (გადადებული)

15:00 პროგრეს ბანკი – FC PSP

დღის მთავარი ინტრიგა კი ბრინჯაოს ლიგის ნახევარფინალებია. პირველები ერთმანეთს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და პალიტრა მედიას გუნდები დაუპირისპირდებიან, მატჩი 14:00 სთ-ზე დაიწყება. სათამაშო დღეს კი მეორე 1/2 ფინალური დაპირისპირება დაასრულებს, 16:00 სთ-ზე მცხეთის „გუჯარი“ და მფკ ტატიშვილი იბრძოლებენ ფინალის საგზურისთვის.

23.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/2 ფინალი

14:00 სდსს – პალიტრა

16:00 გუჯარი (მცხეთა) – მფკ ტატიშვილი

 

გაერთიანებული ლიგის მეორე ტურის გადადებული შეხვედრით დაიწყება კვირის სათამაშო დღე. 11:00 სთ-ზე თრეველ კემპ ჯორჯია ჯიპიაი ჰოლდინგს დაუპირისპირდება.

24.05.2015. გაერთიანებული ლიგა. II ტური (გადადებული)

11:00 Travel camp Georgia- ჯიპიაი ჰოლდინგი

უაღრესად საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი ვერცხლის ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრებში.

პირველ თამაშში დაფიქსირებული ნულოვანი ფრის შემდეგ, GWP -ს და ვითიბი-ს დუელი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, ისვე როგორც საბანკო დერბი, საქართველოს ბანკსა და ბანკ რესპუბლიკას შორის, რომლის პირველი შეხვედრაც ასევე ფრედ, 2-2 დასრულდა.

ერთ ბურთიანი უპირატესობით ხვდება სნიკერსი ბი პი ჯორჯიასთან (2-1) დაპირისპირებას. ამ მხრივ ყველაზე კარგ სიტუაციაში კრედო იმყოფება, რომელმაც ტატიშვილი პირველ შეხვედრაში 3-1 დაამარცხა.

24.05.2015 . ვერცხლის ლიგა. 1/4 ფინალი (II რაუნდი)

12:00 კრედო – ტატიშვილი  (3-1)

14:00 GWP – ვითიბი 2  (0-0)

15:00 BP GEORGIA – სნიკერსი  (1-2)

18:00 საქართველოს ბანკი 2- ბანკი რესპუბლიკა  (2-2)

კვირასვე სუპერლიგის წრიული ეტაპის ბოლოს წინა ტურის შეხვედრები გაიმართება. დარჩენილი ორი ტურის მთავარი ინტრიგა, საუკეთესო ოთხეულში ადგილების გადანაწილებაა, რის მიხედვითაც უნდა დაწყვილდნენ გუნდები 1/2 ფინალში. ამ ტურის ცენტრალური შეხვედრა კი 16:00 სთ-ზე გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს შსს და მფკ ნატახტარი დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ამ გუნდების შეხვედრა ძალოვნების გამარჯვებით, 2-1 დასრულდა. რევანშის გარდა, ამ მატჩს სატურნირო თვალსაზრისითაც აქვს მნიშვნელობა –  შსს 32 ქულით ქულით ლიდერობს გათამაშებას და მას სამი ქულით სწორედ ნატახტარი ჩამორჩება.

24.05.2015. სუპერლიგა. XVII ტური

13:00 FC TTC – UG

16:00 შსს – მფკ ნატახტარი

17:00 დინამო (ბთ) – ს.კ ჯვაროსნები

19:00 DHL – FC PSP

 

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, ვერცხლის ნაკეთობები „შემოინახე მემკვიდრეობა“, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური

SBM LEAGUE 2014/15: ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება

16-17 მაისს გასამართ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის სათამაშო დღეებს ტრადიციულად ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემია უმასპინძლებს. საპლეიოფო ციებ-ცხელება ამ უქმეებზეც გაგრძელდება. ბრინჯაოს ლიგაში 1/4 ფინალური შეხვედრები უნდა გაიმართოს, რის შემდეგაც საუკეთესო ოთხეული გამოვლინდება. 1/2 ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის დაპირისპირებებს გამართავენ ოქროს ლიგის გუნდები. სუპერლიგაში და გაერთიანებულ ლიგაში კი მორიგი კალენდარული ტურის შეხვედრები გაიმართება.

16 მაისის სათამაშო დღე გაერთიანებული ლიგის მესამე ტურის მატჩებით აიღებს სტარტს. კნაუფი შანგრილასთან შეეცდება პირველი ქულების მოპოვებას. ანალოგიურ მდგომარეობაშია რუსთავის მერიაც, რომლის მეტოქეც თრეველკემპ ჯორჯია იქნება. ტურს, გორგიასა და ჯიპიაი ჰოლდინგის დაპირისპირება დაასრულებს.

16.05.2015. გაერთიანებული ლიგა. III ტური

12:00 კნაუფი – შანგრილა

13:00 Travel camp Georgia – რუსთავის მერია

19:00 გორგია – ჯიპიაი ჰოლდინგი

შაბათი საღამოს მთავარი ამბები კი ბრინჯაოს ლიგის 1/4 ფინალებში უნდა განვითარდეს. 20 გუნდიდან დარჩენილი საუკეთესო რვა, 1/2 ფინალში გასასვლელად იბრძოლებს. ყველა წყვილში უაღრესად დაძაბული და საინტერესო  დაპირისპირებებია მოსალოდნელი. ოთხი დუელიდან, მიმდინარე სეზონში ორი მეორედ გაიმართება – საქართველოს ფოსტისა და მცხეთის “გუჯარის მეხუთე ტურში გამართული შეხვედრა, რომელიც საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა ფრედ, 3-3 დასრულდა. ასევე ყაიმით, 2-2 დასრულდა მფკ ტატიშვილისა და ევროკრედიტის სადებიუტო დაპირისპირებაც. საინტერესოა ისიც, რომ  მომდევნო ეტაპზე სწორედ ამ წყვილებს შორის გამარჯვებულები შეხვდებიან ერთმანეთს.

16.05.2015. ბრინჯაოს ლიგა. 1/4 ფინალი

18:00 საქართველოს ფოსტა – გუჯარი

20:00 მფკ ტატიშვილი – ევროკრედიტი

21:00 სდსს – VIVUS.GE

22:00 პალიტრა – მფკ პალერმო

გაერთინებული ლიგის კიდევ ორი დაპირისპირება კვირას გაიმართება. პირველი ტურის გადადებულ შეხვედრებში ერთმანეთის წინააღმდეგ, ჯიპიაი ჰოლდინგი – რუსთავის მერია და შანგრილა-გორგია ითამაშებენ.

17.05.2015 . გაერთიანებული ლიგა. I ტური (გადადებული)

13:00 ჯიპიაი ჰოლდინგი – რუსთავის მერია

19:00 შანგრილა – გორგია

კვირასვე სუპერლიგის XVI ტური გაიმართება, რომელმაც შესაძლოა საბოლოოდ გაარკვიოს ის მეოთხე გუნდი, რომელიც პლეიოფში ითამაშებს. FC PSP-ს, რომლის მეტოქეც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საფეხბურთო გუნდი იქნება, მინიმუმ ერთი ქულა ყოფნის რომ უახლოესი მდევრისთვის მიუწვდომელი გახდეს. საინტერესო დაპირისპირებებია მოსალოდნელი ასევე მფკ ნატახტარი – პროგრეს ბანკსა და სკ ჯვაროსნები –  შსს-ს შორის. რაც შეეეხება ბათუმის დინამოს, მეორე წრეში დაუმარცხებელი აჭარლები საქართველოს უნივერსიტეტთან შეეცდებიან მორიგი ქულების მოპოვებას.

17.05.2015 სუპერლიგა. XVI ტური

12:00 მფკ ნატახტარი – პროგრეს ბანკი

14:00 UG – დინამო (ბთ)

15:00 ს.კ ჯვაროსნები – შსს

17:00 FC PSP – FC TTC

ოქროს ლიგის ½ ფინალური ეტაპის პირველი რაუნდის დაპირისპირებებიდან კვირას მხოლოდ ერთი გაიმართება. რეგულარული სეზონის გამარჯვებული, GM ჭიათურა ევროპაბეთს დაუპირისპირდება. რაც შეეხება ნატახტარისა დასაქართველოს ბანკის ნახევარფინალს, ეს გუნდები თავიანთ პირველ შეხვედრას 22 მაისს გამართავენ

17.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი (პირველი რაუნდი)

16:00 GM ჭიათურა – ევროპაბეთი

22.05.2015. ოქროს ლიგა. 1/2 ფინალი (პირველი რაუნდი) (არენა 1)

21:00 ნატახტარი – საქართველოს ბანკი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია ფეხსაცმლის დანიური ბრენდი „ECCO“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“,  თაფლი „მეფუტკრე“,  ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”

რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, GOAL.GE, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და სპორტული ჟურნალები “OFFSIDE” და  „ლელო week”.

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური