ფრანგული კოცნა ძელთან

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-19 ტურში ინსბრუკის „ვაკერ ტიროლსა“ და  გრაცის „შტურმს“ შორის გამართულ შეხვედრაში (0:1) საინტერესო შემთხვევა მოხდა. სტუმართა გუნდის კიპერმა ბენედიქტ პლიკეტმა მატჩის მიმდინარეობისას კარის ძელს „ფრანგულად“ აკოცა.

გაინტერესებთ, რატომ გააკეთა ეს?

28 წლის გერმანელმა მეკარემ „სქაი აუსტრიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ეს საქციელი ავადმყოფობით ახსნა. ბენედიქტი დიაბეტით დაავადებული აღმოჩნდა. მატჩის მიმდინარეობისას, მან იგრძნო, რომ სისხლში შაქრის დონე შეუმცირდა. საჭირო დონის აღსადგენად კლუბის ექიმებმა მას სპეციალური დიაბეტური დასალევი გელი დაუნიშნეს. პლიკეტი აღნიშნულ სითხეს წყლის ბოთლით დაატარებდა და მატჩის მიმდინარეობისას, ის მინდორზე ედო.

დიაბეტური გელის დალევის დროს მეკარეს ბალახის ნაწილი შეჰყვა და მის მოსაშორებლად სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრა, ძელს ენა აუსვა.

ბექა დოგრაშვილი