კატალონიის “ბარსელონასა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი აცხადებს, რომ “სელესაოს” ნებისმიერ ტურნირზე პირველი ადგილის დაკავება შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე ბრაზილიელები გერმანიის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით დამარცხდნენ.
“ბრაზილიაში მაღალი დონის ფეხბურთელები ყოველთვის არიან. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ტურნირზე პირველი ადგილი დავიკავოთ. მთავარია, ვარჯიში გავნაგრძოთ და ბოლომდე დავიხარჯოთ”, – ამბობს ნეიმარი.