“პალმეირასმა” კონტრაქტი 42 წლის ზე რობერტოს გაუხანგრძლივა

ბრაზილიური “პალმეირასის” ხელმძღვანელებმა გუნდის ვეტერან მცველს, ზე რობერტოს კონტრაქტი 2017 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივეს.

მადრიდის “რეალისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელსაც ახლახან შეუსრულდა 42 წელი, თავად გამოთქვა 43 წლამდე თამაშის სურვილი.

“აქ დროის გასაფლანგად არ მოვსულვარ, ტიტულების მოგება მინდოდა. ორი ტიტული უკვე მოვიგე, თუმცა ჩემს კოლექციას კოპა ლიბერტადორესის ტიტული მაინც აკლია, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწორო. მინდა კლუბის ისტორიის ნაწილი გავხდე, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ.”

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ გასულ სეზონში ზე რობერტო მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა, რითიც გუნდს ბრაზილიის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა.

40 წლის ზე რობერტო “პალმეირასში” გადავიდა

40 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი, ზე რობერტო, აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულებას არ აპირებს. მოთამაშემ კონტრაქტი “პალმეირასთან” გააფორმა, რომლის ღირსებასაც 2015 წლის 31 დეკემბრამდე დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

2014 წელი გამოცდილმა ფეხბურთელმა “გრემიოში” გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც 44 შეხვედრაშიი მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.

შეგახსენებთ, ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებულ გათამაშებაში “პალმეირასმა” მე-16 ადგილი დაიკავა და გავარდნას გადაურჩა.