იტალიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვალტერ ძენგა დღეს “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინეს. ძენგა, რომელიც “სამპას” ღირსებას 1994-1996 წლებში იცავდა, კლუბს მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში უთავკაცებს. ამ პოსტზე 55 წლის ძენგამ სინიშა მიჰაილოვიჩი შეცვალა.
“სახლში დავბრუნდი. ერთწლიანი კონტრაქტის სიტუაციის გართულების თავიდან აცილების მიზნით გავაფორმე. სამქე თუ კარგად წავიდა, ხელშეკრულებას აუცილებლად გავახანგრძივებთ” – განაცხადა “სამპდორიას” ახალმა მწვრთნელმა.