“ბაიერნის” ნახევარმცველებმა, პიერ-ემილ ჰეიბერგნა და სებასტიან როდემ სეზონის დარჩენილი ნაწილი, შესაძლოა, “ბორდოში” გაატარონ.
France Football-ის ცნობით, “ბაიერნის” ყოფილი მოთამაშე ვილი სანიოლი, რომელიც ამჟამად “ბორდოს” მწვრთნელია, გუნდში სწორედ ამ ფეხბურთელების მოყვანას ითხოვს.
საქმე იმაშია, რომ ფრანგული კლუბის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე იანვარში აფრიკის თასზე გაემგზავრება და გუნდშიც მათ დროებით შემცვლელებს აქტიურად ეძებენ.
მიმდინარე სეზონში 24 წლის როდემ 10 მატჩი ჩაატარა და გოლთან ერთად 4 საგოლე პასიც მიითვალა, ხოლო 19 წლის ჰეიბერგმა 8-ჯერ ითამაშა ბუნდესლიგაში.