24 დეკემბერს, იტალიის სერია B-ში, “ჩიტადელამ” საკუთარ მოედანზე “კატანია” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრაში ხუთი გოლი გავიდა, ყველაზე დიდი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ მსაჯმა “კატანიას” ოთხ ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.
პირველად, მოედნის დატოვება ფაბიან რინაუდოს მოუწია, რომელმაც 51-ე წუთზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ამის შემდეგ, 88-ე წუთზე მიხალ ჩრაპეკის ჯერი დადგა. დაახლოებით ერთ წუთში, მსაჯმა წითელი ბარათი სათადარიგოთა სკამზე მყოფ სებასტიან ლეტოსაც უჩვენა, ყველაზე ბოლოს კი მოედნიდან ნიკოლას სპოლი გააძევეს.
გთავაზობთ მატჩის მიმოხილვას: