26 წლის ფორვარდი, ნილს პეტერსენი, ბუნდესლიგის მეორე წრეს “ფრაიბურგის” შემადეგნლობაში გაატარებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ბრემენის “ვერდერის” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ამ ეტპაზე ფოვარდი ახალ გუნდში იჯარის წესით გადავიდა, თუმცა ფრაიბურგელებს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
ბუნდესლიგის ფარგლებში პეტერსენმა “ვერდერის” შემადგენლობაში 69 მატჩი ჩაატარა და 18 გოლის გატანა შეძლო.