მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი ასიერ ილიარამენდი “მილანის” ინტერესის სფეროში მოექცა.
24 წლის ბასკი ფეხბურთელის მიმართ ყურადღება მეორე მილანურმა კლუბმა, “ინტერმაც” გამოიჩინა, თუმცა “როსონერი” ილიარამენდის იჯარის წესით აყვანას აპირებს, შემდგომი გამოსყიდვის პერსპექტივით.
“სპორტ მედიასეტის” ინფორმაციით, “რეალი” ბასკ ნახევარმცველს 25 მილიონ ევროდ აფასებს.
ასიერ ილიარამენდიმ ესპანეთის პრიმერადივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში ათი მატჩი ჩაატარა.