გარეთ ბერიმ რაიან გიგზის რეკორდი დაამხო

გუშინ პრემიერ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში ლონდონის “არსენალმა” “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.

აღნიშნულ დაპირისპირებაში შეუცველლად ითამაშა გარეთ ბერიმ, რომელმაც სტუმარ გუნდს უკაპიტნა. საგულისხმოა, რომ 36 წლის ფეხბურთელისთვის ეს რიგით 633-ე შეხვედრა იყო, რომელიც მან პრემიერ ლიგაში ჩაატარა. ამ შედეგით მან დაამხო “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდის, რაიან გიგზის რეკორდი (632 მატჩი).

ბერის დებიუტი პრემიერ ლიგაში 1998 წლის ორ მაისს შედგა. მაშინ ის “ასტონ ვილაში” გამოდიოდა, რომელმაც “შეფილდ უედნესდეის” ანგარიშით, 3-1 მოუგო. მას შემდეგ, გარეთმა “მანბჩესტერ სიტიში”, “ევერტონსა” და ნახსენებ “ვესტ ბრომვიჩში” იასპარეზა. ცოტა ხნის წინ, ინგლისელმა განაცხადა, რომ მას 40 წლამდე სურს თამაში.

“არსენალმა” ბერის რეკორდსმენობა მიულოცა და სპეციალური მაისურიც გადასცა (ფოტო)

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე “ვესტ ბრომვიჩის” ნახევარმცველმა, გარეთ ბერიმ “არსენალსა” და “ვესტ ბრომს” შორის გამართული მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, რითიც რაიან გიგზის რეკორდი დაამხო.

“მეთოფეებთან” გამართული მატჩი 36 წლის ფეხბურთელისათვის პრემიერ ლიგაში ჩატარებული რიგით 633-ე მატჩი გახლავთ, რაც ამ დროისთვის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ. აქამდე კი ეს რეკორდი რაიან გიგზს ეკუთვნოდა (632 მატჩი).

ამ მოვლენის აღსანიშნავად, ლონდონის “არსენალმა”, სპეციალური მაისური შექმნა, რომელიც ბერის საჩუქრად არსენ ვენგერმა გადასცა.

გარეთ ბერიმ რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა

ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე “ვესტ ბრომვიჩის” ნახევარმცველმა, გარეთ ბერიმ “ვესტ ჰემთან” გამართული მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, რითიც რაიან გიგზის რეკორდი გაიმეორა.

“ვესტ ჰემთან” გამართული მატჩი 36 წლის ფეხბურთელისათვის პრემიერ ლიგაში ჩატარებული რიგით 632-ე მატჩი გახლავთ, რაც ამ დროისთვის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მატჩში ბარიმ თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის 600 მატჩი დაიწყო სასტარტო შემადგენლობიდან.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გარეთ ბარი ინგლისში 1998 წლიდან თამაშობს. მისი დებიუტი “ასტონ ვილაში” შედგა. მას “ევერტონისა” და “მანჩესტერ სიტის” რიგებშიც აქვს ნათამაშები. 2012 წელს კი “ქალაქელებთან” ერთად პრემიერ ლიგის ტიტულიც კი ასწია.

მარტინესი დიეგო კოშტას ეპიზოდზე: ” ბერიმ მითხრა ისეთი არაფერი მომხდარაო”

“ევერტონის” მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი იმ ეპიზოდს გამოეხმაურა, რის შემდეგაც მატჩის არბიტრმა დიეგო კოშტას მოედანი დაატოვებინა.

გამეორებამ აჩვენა, რომ არის ალბათობა იმისა, დიეგო კოშტას გარეთ ბერისთვის ეკბინა. რასაც დიდი ალბათობით მკაცრი სანქციები მოჰყვება. თუმცა ბერის თქმით მსგავსი არაფერი ყოფილა.

“გარეთ ბერიმ მითხრა, რომ არაფერი მომხდარა. მითხრა: “სანერვიულო აქ არაფერია. უბრალოდ იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ყვითელი ბარათი მეორედ მივიღე.” – განაცხადა “კამფეტების” თავკაცმა.

აღსანიშნავია ისიც, რომ კოშტას გაგდებიდან რამოდენიმე წუთში მოედანი ბერისაც დაატოვებინეს, რომელმაც ფაბრეგასთან იუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

ბერი ისტორიაში პირველი მოთამაშეა, რომელმაც პრემიერლიგაში 100 ყვითელი ბარათი მიიღო

„ევერტონის“ ნახევარმცველმა გარეთ ბერიმ „რეკორდს“ მიაღწია.

მერსესაიდული კლუბის მოთამაშე ისტორიაში პირველია, ვისაც ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში 100 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული.

„საიუბილეო“ ყვითელი ბარათი გარეთმა „სტოკ სიტისთან“ მატჩი მოიგო. სხვათაშორის, ამით მან ლი ბოიერსა და კევინ ნოლანს გაუსწრო, რომელთა „აქტივშიც“ 99 ყვითელი ბარათია.