“კარდიფ სიტის” მცველმა სულეიმან ბამბამ ინგლისის ჩემპიონშიფის მე-20 ტურში “იფსვიჩ თაუნის” წინააღმდეგ გამართული მატჩის მიმდინარეობისას ნერვები ვერ მოთოკა.
შეხვედრის 70-ე წუთზე მეტოქე გუნდის ფეხბურთელთან შეჯახებით აღშფოთებულმა ბამბამ გადაჭარბებული ემოციისთვის წითელი ბარათი მიიღო.
გაცხარებული კოტ დივუარელი მცველის გულისწყრომა “იფსვიჩის” ფეხბურთელებმა, მატჩის არბიტრმა ჯეიმს ადკოკმა, მეოთხე მსაჯმა და “კარდიფის” მთავარმა მწვრთნელმა ნილ უორნოკმაც დაიმსახურა. ეს უკანასკნელი ბამბას დაწყნარებას ცდილობდა, თუმცა აფრიკელმა ფეხბურთელმა იგი ხელის კვრით მოიშორა.
Sol Bamba slightly unhappy with his sending off. pic.twitter.com/ZpOBCu3ESX
— Li’l Zé (@LilZe7) 10 December 2016