1995 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ჯორჯ ვეა თავისი ქვეყნის ლიბერიის სენატში აირჩიეს.
ვეამ მონსერადოში გამართულ არჩევნებზე ხმათა 78% მიიღო.
აღსანიშნავია, რომ „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი 2005 წელს ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო, თუმცა არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა.