ჰილმა „ინდიანასთან“ გაახანგრძლივა

„ინდიანა პეისერსის“ ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ 23 წლის სოლომონ ჰილმა კლუბთან კონტაქტი 2015/16 წლების სეზონის ბოლომდე გაახანგრძლივა.

შეთანხმების დეტალები ამჟამად უცნობია.

ჰილი „ინდიანას“ რიგებში მეორე სეზონს ჩაატარებს. განვლილ სეზონში მისმა საშუალო მონაგარმა ერთ მატჩში 1,7 ქულა და 1,5 მოხსნა შეადგინა.

„პეისერსმა“ სოლომონ ჰილი D-ლიგაში გაუშვა

„ინდიანა პეისერსის“ ხელმძღვანელობამ ფორვარდ სოლომონ ჰილის D-ლიგაში გაშვება გადაწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა ვებ-საიტმაც დაადასტურა.

როგორც ცნობილია, ჰილი კლუბ „ფორტ უეინის“ ღირსებას დაიცავს.

მიმდინარე სეზონში ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალწვეულმა თექვსმეტ მატჩში ითამაშა. ერთ შეხვედრაში, სათამაშო დროის 9 წუთში, მისმა საშუალო მონაგარმა 1,5 ქულა და 1,6 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი