2 ნოემბერს, ინდოეთის ჩემპიონატში “მუმბაი სიტისა” და “კერალა ბლასტერსს” შორის გამართულ მატჩში (1:0) ერთადერთი გოლი ნიკოლას ანელკამ გაიტანა.
ჭდე: ანელკა
დელ პიერო, ტრეზეგე, პირესი და ინდოეთის ჩემპიონატის კიდევ რვა ვარსკვლავი
2014 წელს, ინდოეთის სუპერ ლიგაში თავი მსოფლიო ფეხბურთის არაერთმა ვარსკვლავმა მოიყარა.
დევიდ ჯეიმსი – მწვრთნელი და ფეხბურთელი
“კერალა ბლასტერსი”
ალესანდრო დელ პიერო
“დელი დინამო”
ლუის გარსია
“ატლეტიკო დე კოლკატა”
დევიდ ტრეზეგე
“პიუნ სიტი”
ხოან კაპდევილა
“ნორთისტ იუნაიტედი”
რობერ პირესი
“გოა”
ფრედი ლიუნბერგი
“მუმბაი სიტი”
მარკო მატერაცი
“ჩენაი ტიტანსი”
ზიკო
“გოა”
მაიკლ ჩოპრა
“კერალა ბლასტერსი”
ნიკოლას ანელკა
“მუმბაი”
პრემიერ ლიგის ათი ყველაზე ცუდი ტრანსფერი (2013-14)
საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ გასულ სეზონში პრემიერ ლიგის ათი ყველაზე ცუდი შენაძენი დაასახელა.
10. რობერტო სოლდადო – “ვალენსიადან” “ტოტენჰემში”
9. იაგო ასპასი – “სელტადან” “ლივერპულში”
8. ანდრეა დოსენა – “ნაპოლიდან” “სანდერლენდში”
7. პაბლო ოსვალდო – “რომადან” “საუთჰემპტონში”
6. ანდრეას კორნელიუსი – “კოპენჰაგენიდან” “კარდიფ სიტიში”
5. ნიკოლას ანელკა – “შანხაი შენხუადან” “ვესტ ბრომვიჩში”
4. ერიკ ლამელა – “რომადან” “ტოტენჰემში”
3. რიკი ვან ვოლფსვინკელი – “სპორტინგიდან” “ნორვიჩში”
2. მარუან ფელაინი – “ევერტონიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში”
1. კონსტანტინოს მიტროღლუ – “ოლიმპიაკოსიდან” “ფულჰემში”
ანელკა 5 მატჩით დასაჯეს
“ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდი ნიკოლა ანელკა თავისი სკანდალური ჟესტის გამო ხუთი მატჩით დასაჯეს. გარდა ამისა ფეხბურთელი 80 ათას გირვანქას გადაიხდის.
შეგახსენებთ, რომ ჟესტი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ანელკამ პრემიერლიგის მე-19 ტურის მატჩი, “ვეს ჰემის” კარში გატანილი გოლის აღნიშვნისას გამოიყენა.
დისკვალიფიკაციისა და ფულადი ჯარიმის გარდა, ანელკას შემსწავლელი კურსის გავლაც მოუწევს. 34 წლის ფეხბურთელს აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება დაუტოვეს.
ანელკა სკანდალურ ჟესტს აღარ გამოიყენებს
“ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდმა ნიკოლა ანელკამ ინგლისის ფეხბურთის ასოციაცის პირობა მისცა, რომ გოლს “კენელით” აღარ აღნიშნავს. ფრანგმა ფორვარდმა გასულ ტურში გოლი ჟესტით აღნიშნა, რომელსაც ბევრი ანტისემიტურად თვლის. თავად ანელკამ კი განაცხადა, რომ ამ ჟესტით პატივისცემა გამოხატა ფრანგი კომიკოსის, დიდონე მბალა-მბალას მიმართ.
ოფიციალურ განცხადებაში “ვესტ ბრომვიჩმა” განაცხადა, რომ 34 წლის ფეხბურთელს ურჩიეს, რომ მსგავსი ჟესტის გამოყენებისაგან თავი შეიკავოს, რაზეც ანელკამ თანხმობა განაცხადა. კლუბმა ასევე დაადასტურა, რომ ინგლისური ფეხბურთის ასოციაციამ ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.