რუმინელი თავდამსხმელი ადრიან მუტუ კარიერას, სავარაუდოდ, ინდოეთში გააგრძელებს.
Sport Mediaset-ის ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელი “პუნა სიტისთან” ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. მუტუს ჯამაგირი წელიწადში 500 ათასი ევრო იქნება.
შეგახსენებთ, რომ ადრიან მუტუ უკანასკნელად რუმინული “პეტროლულის” ღირსებას იცავდა. კარიერის განმავლობაში ფეხბურთელს ისეთ კლუბებში უთამაშია, როგორებიცაა “ჩელსი”, “ინტერი”, “პარმა”, “იუვენტუსი” და “ფიორენტინა”.