“მილანისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა ნახევარმცველმა რიკარდო კაკამ განქორწინება გადაიფიქრა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაზილიელმა ფეხბურთელმა კაროლინა სელიკოსთან დაშორება გადაწყვიტა, ნოემბრის დასაწყისში გაჩნდა, თუმცა კაკამ დღეს განაცხადა, რომ მეუღლეს შეურიგდა.
წყვილი 2005 წელს დაქორწინდა. მათ ორი შვილი ჰყავთ – ვაჟიშვილი ლუკა და ქალიშვილი იზაბელა.