ტელიო “ლივერპულში”?

“ბარსელონას” ფორვარდი კრისტიან ტელიო სავარაუდოდ კარიერას ინგლისურ “ლივერპულში” გააგრძელებს. ესპანური პრესის ცნობით, 22 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით გადავა. მოსალოდნელია, რომ შეთანხმება 6 თვეზე იქნება გათვლილი. ამავე დროს “ლივერპულის” მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ არც თუ ისე დიდი ხნის წინ ტელიომ უკმაყოფილება გამოთქვა “ბარსელონაში” მცირე სათამაშო დროის გამო, რაც ფეხბურთელის აზრით ნეგატიურად აისახება მის კარიერაზე.