“სანდერლენდის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით თანახმად, კლუბმა დაკავებული თანამდებობიდან მთავარი მწვრთნელი, გუსტავო პოიეტი გაათავისუფლა. აღნიშნული გადაწყვეტილება სანდერლენდში “ასტონ ვილასთან” განცდილი მარცხის (0:4) შედმეგ მიიღეს.
პოიეტი თანამდებობაზე 2013 წლის ოქტომბერში, პაოლო დი კანიოს ნაცვლად დანინიშნა და 18 თვე იმუშავა. გასულ სეზონში დაკავებული მე-14 ადგილით პოიეტმა “სანდერლენდი” გავარდნას გადაარჩინა. წელს კი “კატები” მე-17 საფეხურზე არიან და “ბარნლის” მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.