ინგლისური “სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა გუს პოიეტმა განახადა, რომ მის გუნდში კაიერას მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო გააგრძელებს, რომელიც აქამდე “ფიორენტინას” ღირსებას იცავდა. 23 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით გადმოვიდა და სეზონიც ბოლომდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეს პრემიერლიგაში გამოსვლის გამოდილება უკვე აქვს. 2010-2013 წლებში ალონსო “ბოლტონის” ღირსებას იცავდა. ალონსო მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილია.
“შემიძლია დავადასტურო, რომ მარკოსი ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩება. დიდი ხანი ვეძებდით მოთამაშეს მარცხენა ფლანგისთვის, მიხარია რომ ალონსო ჩვენს გუნდშია” – განაცხადა პოიეტმა.