სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობა, რომლითაც ესპანეთს მუნდიალზე თამაში შეუძლია (ფოტოები)

ესპანეთის ეროვნული ნაკრები მაღალი დონის ფეხბურთელების ნაკრლებობას არ განიცდის. ხულენ ლოპეგედს ძალიან დიდი არჩევანი აქვს: მას თითოეულ პოზიციაზე რამდენიმე პროფესიონალი ჰყავს.

Marca გვთავაზობს საინტერესო სტატიას, სადაც ნათლადაა ასახული, რომ “ფურია როხას” სამი ძლიერი სასტარტო შემადგენლობის დაყენება შეუძლია.

დე ხეა, ხორდი ალბა, რამოსი, პიკე, კარვახალი, ინიესტა, ბუსკეცი, კოკე, ისკო, მორატა, სილვა.

 

კეპა (რეინა), მონრეალი (მორენო), ნაჩო, ბარტრა, ორაისოლა (ასპილიკუეტა), საული (სუსო), ილარამენდი, ტიაგო, ასენსიო (ლუის ალბერტო), როდრიგო (ასპასი), ვიტოლო (კალეხონი).

სერხიო რიკო, მარკოს ალონსო, ინიგო მარტინესი, ალბიოლი, სერხი რობერტო, ანდერ ერერა, ხავი მარტინესი (პარეხო), მატა, ნოლიტო (პედრო), დიეგო კოშტა, დეულოფეუ (ლუკას ვასკესი).

მარკოს ალონსო: “წარსულში ჩემი შეძენა “ბარსელონას” სურდა”

ლონდონის “ჩელსის” მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო აცხადებს, გასულ ზაფხულში მისი შეძენა კატალონიის “ბარსელონას” სურდა.

“დიახ, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონა” ჩემით ინტერესდებოდა. თუმცა, იმ პერიოდში “ფიორენტინას” დატოვებაზე არ ვფიქრობდი და ესპანელების შემოთავაზება დიდად არც განმიხილია.”

“სამი თვის მანძილზე რამდენიემ კარგი გუნდისგან მივიღე წინადადება. ბოლოს, “ჩელსიში” წასვლა ვამჯობინე. მიუხედავად ყველაფრისა, “ბლაგურნა” გუნდია, რომელიც მუდამ მომწონდა. ისინი საოცარ ფეხბურთს თამაშობენ,” – განაცხადა ალონსომ.

“სანდერლენდმა” “ფიორენტინას” მცველი ინათხოვრა

ინგლისური “სანდერლენდის” მთავარმა მწვრთნელმა გუს პოიეტმა განახადა, რომ მის გუნდში კაიერას მარცხენა მცველი, მარკოს ალონსო გააგრძელებს, რომელიც აქამდე “ფიორენტინას” ღირსებას იცავდა. 23 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში იჯარის წესით გადმოვიდა და სეზონიც ბოლომდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მოთამაშეს პრემიერლიგაში გამოსვლის გამოდილება უკვე აქვს. 2010-2013 წლებში ალონსო “ბოლტონის” ღირსებას იცავდა. ალონსო მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილია.

“შემიძლია დავადასტურო, რომ მარკოსი ჩვენთან სეზონის ბოლომდე დარჩება. დიდი ხანი ვეძებდით მოთამაშეს მარცხენა ფლანგისთვის, მიხარია რომ ალონსო ჩვენს გუნდშია” – განაცხადა პოიეტმა.