Football Daily-მ 2015 წლის მთავარი საფეხბურთო მოვლენების პროგნოზი გააკეთა და ერთ ვიდეოში გააერთიანა.
პროგნოზი ასეთია:
კრიშტიანუ რონალდუ მესამედ მოიგებს “ოქროს ბურთს”;
ლონდონის “ჩელსი” გახდება პრემიერლიგის გამარჯვებული;
პრემიერლიგის ზედა ოთხეულში ადგილები ასე გადანაწილდება: “ჩელსი” (1), “მანჩესტერ სიტი” (2), “მანჩესტერ იუნაიტედი” (3), “არსენალი” (4);
პრემიერლიგის ქვედა სამეულში მოხვდება: “ჰალ სიტი”, “ბარნლი”, “ლესტერ სიტი”;
დიეგო კოსტა გახდება პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი;
“მანჩესტერ სიტი” მოიგებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასს;
“ტოტენჰემ ჰოთსპური” მოიგებს ინგლისის ლიგის თასს;
მადრიდის “რეალი” გახდება ესპანეთის პრიმერადივიზიონის გამარჯვებული;
მიუნხენის “ბაიერნი” გახდება გერმანიის ბუნდესლიგის გამარჯვებული;
“პარი სენ-ჟერმენი” გახდება საფრანგეთის პირველი ლიგის გამარჯვებული;
ტურინის “იუვენტუსი” გახდება იტალიის სერია A-ს გამარჯვებული;
კოლუმბიის ნაკრები მოიგებს კოპა ამერიკას;
მადრიდის “რეალი” გახდება პირველი გუნდი, რომელიც ზედიზედ მეორედ მოიგებს ჩემპიონთა ლიგის თასს.