ხესეს აღმომჩენმა აგენტმა “რეალში” კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიყვანა

Punto Pelota-ს ცნობით, მადრიდის “რეალმა” “არუკასის” 17 წლის ნახევარმცველი ომარ როდრიგესი მიიწვია. ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი “სამეფო კლუბის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ ომარ როდრიგესი სისტო ალფონსომ აღმოაჩინა. ეს კი კანარის კუნძულებზე მომუშავე ის აგენტია, რომელმაც თავის დროზე ხესე როდრიგესი იპოვა.