ეროვნულ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელისა და მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

როგორც მოგეხსენებათ, უკვე დასრულდა საქართველოს რანგით მეორე დივიზიონი, სადაც ჩემპიონობა რუსთავის “რუსთავმა” მოიპოვა და შემდეგი სეზონიდან ისინი ეროვნულ ლიგა 1-ში იასპარეზებენ.

ასევე ცნობილი გახდა ეროვნულ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელისა და მთავარი მწვრთნელის ვინაობა. არავის გაუკვირდება, რომ საუკეთესო ფეხბურთელად დათა სიჭინავა დასახელდა, რომელიც 30 გოლით ასევე საუკეთესო გოლიადორიც გახდა. “რუსთავის” კაპიტანმა მის მდევრებს დიდი სხვაობით გაასწრო. სიჭინავა ჯარიმების უბადლო შემსრულებელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.

რაც შეეხება საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციას, ის ასევე “რუსთავის” წარმომადგენელს, ვარლამ კილასონიას გადაეცა, რომლის ხელმძღვანელობითაც კლუბმა მიმდინარე სეზონში საუცხოოდ იასპარეზა და 83 ქულით გათამაშების გამარჯვებულიც გახდა.

“ტორპედომ” კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა

26 წლის ნახევარმცველი დათა სიჭინავა, რომელიც ბოლოს ბოლნისის „სიონში“ თამაშობდა, კარიერას ქუთაისის „ტორპედოში“ გააგრძელებს.

ქუთაისურ კლუბთან სიჭინავამ ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. პროფესიონალურ დონეზე ფეხბურთელი რამდენიმე სეზონის განმავლობაში ფოთის „კოლხეთში“ გამოდიოდა. სიჭინავას ბათუმისა და ბრესტის „დინამოებშიც” უთამაშია.

უმაღლესი ლიგის დასრულებულ გათამაშებაში სიჭინამა “კოლხეთისა” და “სიონის” რიგებში 29 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლის გატანა შეძლო.

დათა სიჭინავა: “მინდა, რომ “სიონს” ჩემი გოლებით დავეხმარო”

ფოთის “კოლხეთის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე, დათა სიჭინავა, კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს. Fanebi.com 25 წლის ფეხბურთელს დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.

– რა გახდა ბოლნისის “სიონში” გადასვლის მთავარი მიზეზი?

– რა თქმა უნდა ეს მთავარი მწვრთნელის ფაქტორი იყო. ამავდროულად, მიუხედავად სატურნირო მდგომარეობისა გუნდს ამბიციური გეგმები აქვს, რაც მნიშვნელოვანია.

– პირველ ეტაპზე საკმაოდ შედეგიანი იყავი. როგორ შეფასებდი პირადად შენს და გუნდის თამაშს?

– თავდამსხმელი არ ვარ და ჩემი პოზიციის გათვალისწინებით შედეგი ნორმალურია. გუნდიც საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. “კოლხეთი” ერთი ოჯახივით შეკრული კოლექტივია, რაც შედეგებზეც აისახებოდა.

– საერთო ჯამში მიმდინარე სეზონს როგორ შეფასებდი? გაამართლა 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა?

– ჩემი აზრით გაამართლა. ბევრი საინტერესო გუნდი გამოჩნდა და რაც მთავარია წინასწარ ვერავინ ვერ დაგეგმავს რომელიმე გუნდთან გამარჯვებას.

– მცირე ხანს საზღვარგარეთ ითამაშე. რა არის მთავარი სხვაობა ბელარუსისა და საქართველოს ჩემპიონატებს შორის?

– ძალიან რთული სათამაშო ჩემპიონატია. თავიდან გამიჭირდა, ვინაიდან იქ აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე და ძალისხმიერ ფეხბურთზე კეთდება. ჩვენთან კი ტექნიკა ჭარბობს.

– განსხვავება ალბათ სათამაშო დონეშიც იქნება…

– რა თქმა უნდა, მოუმზადებელი თუ ხარ ძალიან ჭირს იქ თამაში. ადაპტაციისთვის ორი თვე დამჭირდა.

– რა იქნება შენთვის დადებითი შედეგი მიმდინარე სეზონში?

– დადებით შედეგად ევროტურნირებზე გასვლა ჩაითვლება, რაც ვფიქრობ, რომ სავსებით რეალურია. “სიონმა” პირველი წრე შარშანაც ჩააგდო, თუმცა საბოლოოდ ჩემპიონატი კარგი შედეგით დაასრულა. მინდა, რომ “სიონს” ჩემი გოლებით დავეხმარო.

დათა სიჭინავა “სიონში” ითამაშებს

ფოთის “კოლხეთის” შემტევი დათა სიჭინავა კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს.

სიჭინავა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ფოთელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი საუეკთესო იყო და ფინანსურად უფრო ძლიერი კლუბების ყურადღებაც მიიპყრო, რის გამოც “კოლხეთმა” მისი შენარჩუნება ვეღარ მოახერხა.

ფეხბურთელმა ყოფილი კლუბის პრესსამსახურთან კომენტარიც გააკეთა: “დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფოთის “კოლხეთი 1913”-ის ფეხბურთელებს, მწვრთნელებს, გულშემატკივრებს და გუნდში მომუშავე თითოეულ ადამიანს ყველანაირი გაწეული სამსახურისთვის. ვუსურვებ წინსვლას და სულ დავრჩები ფოთის “კოლხეთი 1913″-ის გულშემატკივრად.” 

უმაღლესი ლიგის პირველ ეტაპზე 25 წლის სიჭინავამ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 6 გოლი გაიტანა.