ჯერდან შაჩირიმ სერბებს ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაუტანა (ვიდეო)

დღეს მსოფლიოს ჩემპიოანტის E ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში ერთმანეთს შვეიცარია და სერბეთი დაუპირისპირდნენ.

ანგარიში მეხუთე წუთზე ალექსანდარ მიტროვიჩმა გახნსა. მეორე ნახევარში შვეიცარია უფრო გააქტიურდა და 52-ეზე გაათანაბრა: გოლის ავტორი გრანიტ ჯაკა გახდა. გადამწყვეტი ბური კი, ჯერდან შაჩირიმ 90-ე წუთზე შეაგდო და გუნდს სამი ქულა მოუტანა.

ამ თამაშის შემდეგ შვეიცარია ოთხი ქულით მეორეზეა, ხოლო სერბეთი ერთით მესამეზე.

 

 

მანჩინი: „ინტერი“ შაჩირით ინტერესდება“

„ინტერის“ მთავარი მწვრთნელის რობერტო მანჩინის თქმით, მისი კლუბი მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველით ჯერდან შაჩირით ინტერესდება.

„შაჩირის დამატების ვარიანტს განვიხილავთ, თუმცა კონკრეტული ჯერ არაფერია. ვეძებთ მოთამაშეს, რომელსაც თამაში როგორც თავდასხმაში, ასევე გარემარბის პოზიციაზე შეუძლია. შაჩირი ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს.

ლავესი, ისევე, როგორც შაჩიღი, ევროპულ გრანდში თამაშობს და მისი დამატება რთული იქნება“, – განაცხადა მანჩინიმ.