იტალიის სერია A-ს მე-17 ტურის მატჩში ერთ-ერთი ლიდერი „რომა“ უდინეში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ გუნდს შეხვდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი შეხვედრის მე-17 წუთზე, ფრანჩესკო ტოტის პასით, დავიდე ასტორიმ გაიტანა.
ამ გამარჯვებით, „რომამ“ 39 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე მყოფ „იუვენტუსს“ გაუთანაბრდა, თუმცა ტურინელები თავის შეხვედრას დღეს ღამით ჩაატარებენ – მასიმილიანო ალეგრის გუნდის მეტოქე „ინტერი“ იქნება.