გიორგი ქავთარაძე: “ბათუმის “დინამოს” ამბიციური გეგმები აქვს”

რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქავთარაძე კარიერას ბათუმის “დინამოში” გააგრძელებს. Fanebi.com მოთამაშეს დაუაკვშირდა და ახალ კლუბის და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

– ბათუმის “დინამოში” გადასვლა კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტე. ჩემთვის მისაღები პირობები შემომთავაზეს. რაც მთავარია, ბათუმელებს ამბიციური გეგმები აქვთ.

“მეტალურგში” დიდი დრო გაატარე და წასლვა გაგიჭირდებოდა…

– ძალიან გამიჭირდა იმ კლუბის დატოვება, რომელშიც 5 წლის განმავლობაში თამაშობდი. თუმცა, ეს ფეხბურთია და ზოგჯერ ხდება ისეთი რაღაცები, რაზეც გული გწყდება.

– პირადად თქვენთვის სეზონის ბოლოს დადებით შედეგად რა ჩაითვლება?

– ბათუმის “დინამოს” ოთხეულში მოხვდერდა. მთლიანად გუნდის და ჩემი კარგი თამაში.

ქავთარაძე ბათუმის “დინამოში” ითამაშებს

რუსთავის “მეტალურგის” ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ქავთარაზე ახალი წლიდან ბათუმის “დინამოს” ღირსებას დაიცავს.

26 წლის ფეხბურთლმა მიმდინარე სეზონში რუსთავული კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო და უმაღლესი ლიგის 14 მატჩი 3 გოლის გატანა შეძლო. თუმცა, “მეტალურგში” გაურკვეველ ვითარებაში დარჩენას ბათუმში არსებული სტაბილურობა არჩია.

ქავთარაძემ კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო, ხოლო რუსთავში 2010 წლიდან ასპარეზობდა.