“ლევერკუზენის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით “ზალცბურგის” მცველი ანდრე რამალიო კარიერას გერმანულ კლუბში გააგრძელებს. ხელშეკრულება 2019 წლამდეა გაფორმებული.
22 წლის ბრაზილიელი სეზონის ბოლომდე ავსტრიაში დარჩება და გერმანიაში ზაფხულიდან გადაბარგდება.
“რამალიო ნიჭიერი უნივერსალური მცველია, რომელსაც ჩვენს მთავარ მწვრთნელთად ადრე უმუშავია” – განაცხადა “ლევერკუზენის” სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა.