„ლოს-ანჯელეს გალაქსი“ ჯერარდის დამატებას ადასტურებს

ჯერ კიდევ გასულ კვირას წამყვანი წყაროები სტივენ ჯერარდის „ლოს-ანჯელეს გალაქსიში“ შესაძლო გადასვლის შესახებ წერდნენ.

„LA Times“-სთან მიცემულ ინტერვიუში აშშ-ს MLS-ში მოასპარეზე გუნდის თავკაცმა ბრიუს არენამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა.

„სტივენი ივლისში ჩვენი მოთამაშე გახდება“, – განაცხადა არენამ.

მსგავსი კომენტარი კლუბის პრეზიდენტმა კრის კლეინმაც გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ჯერარდი „ლივეპრულში“ 17 სეზონის განმავლობაში თამაშობდა და 695 ჩატარებულ მატჩში 180 გოლი გაიტანა.