“ვოლფსბურგის” ნახევარმცველი ავტოავარიაში დაიღუპა

“ვოლფსბურგის” 20 წლის ნახევარმცველი ჟუნიორ მალადა ავტოავარიაში დაიღუპა.

Bild-ის ინფორმაციით ავტომობილი, რომლითაც 20 წლის ბელგიელი იჯდა 100 კმ/საათის სისწრაფით გადაადგილდებოდა. ცნობილია, რომ სატრანსპორტო საშუალება რთული მეტეოროლოგიური პირობების დროს მოძრაობდა.

ავტომობილი ხეს შეეჯახა რის შემდეგაც უკანა სავარძელზე მყოფი ჟუნიორი მანქანიდან გადმოვარდა. პოლიციელთა ცნობით მალადა მომენტალურად გარდაიცვალა. მძიმედ დაშავდნენ მძროლი და კიდევ ერთი მგზავრი.