ფოთის “კოლხეთმა” მეორე წრისთვის მზადება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ალეკო ჩაკვეტაძისა და ლევან შენგელიას შემდეგ ფოთელებმა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატეს.
გადაწყვეტილია, რომ “კოლხეთის” ღირსებას გურამ გურეშიძე დაიცავს, რომელიც გათამაშების პირველ ეტაპზე “სიონში” ასპარეზობდა.
25 წლის ნახევარმცველი 5 წლის მანძილზე “ვიტ ჯორჯიაში” თამშობდა. გასულ წელიწადნახევარში კი “მეტალურგში”, “დილაში” და “სიონშ” მოასწრო თამაში. მიმდინარე სეზონში გურეშიძემ უმაღლესი ლიგის 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.