“არსენალის” ლეგენდა ტეო უოლკოტს კლუბის დატოვებას ურჩევს

ლონდონის “არსენალის” ლეგენდა, იან რაიტი “მეთოფეთა” რიგებში მოთამაშე ტეო უოლკოტს “ემირეიტს სტედიუმის” დატოვებას ურჩევს და თვლის, რომ სხვაგან მას უკეთესი მომავალი ელის.

“ვფიქრობ, რომ უოლკოტისთვის უკეთესი იქნება, თუ კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. დარწმუნებული არ ვარ, რომ აქ ის რაიმე სახის პროგრესის მიღებას შეძლებს, მითუმეტეს, თუ მხოლოდ თასისა და ევროპა ლიგის მატჩებში ითამაშებს.

ბუნებრივია, მას მაღალ ნოტაზე სურს “არსენალიდან” წასვლა, ეს კი სწორედ რომ შესაფერისი მომენტია. მას “არსენალისთვის” ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, თუმცა ამას არ უნდა დასჯერდეს და სხვა გეგმებზე იფიქროს,” – აცხადებს იან რაიტი.

მიმდინარე სეზონში უოლკოტმა მხოლოდ რვა მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება და ამ დროის მანძილზე თავი სამი გოლითა და ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ტეო უოლკოტმა მსოფლიოს რიგით მესამე საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ლონდონის “არსენალის” შემტევმა, ტეო უოლკოტმა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მისი გადმოსახედიდან, გარეტ ბეილი მხოლოდ ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს ჩამორჩება.

“სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ მსოფლიოს რიგით მესამე საუკეთესო ფეხბურთელი ამ დროისთვის გარეტ ბეილია. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი აზრია.

შეუძლებელია არ აღიარო მისი ძალა, როდესაც ფიქრობ, თუ როგორ მოახერხა მარცხენა მცველმა იმ დონემდე მისვლა, სადაც მას ორივე ფლანგსა და 10 ნომრის პოზიციაზეც შეუძლია თამაში.

მისი არ მჯეროდა, მაგრამ მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ ვცდებოდი,” – განაცხადა მან.

ტიერი ანრი: “უოლკოტს ამ დროისთვის არა ასი, არამედ 150 გოლი უნდა ჰქონდეს დაგროვებული”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, ტიერი ანრიმ ტეო უოლკოტის მიერ საკლუბო კარიერაში გატანილი მეასე გოლი განსხვავებული კუთხიდან შეაფასა.

“ვფიქრობ, რომ ეს აქამდეც, ძალიან დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. ტეოს ამ პერიოდის მანძილზე არა ასი, არამედ 150, 160 ან 170 გოლი უნდა ჰქონდეს დაგროვებული.

ათ წელზე მეტია, რაც უოლკოტი ამ კლუბშია. საუბარი არ მაქვს ახალგაზრდაზე, რომელიც ახალგაზრდაზე, რომელიც ახლახან მოვიდა კლუბში. ამ შემთხვევაში, შექება დასაშვები იქნებოდა.

უოლკოტი რეგურალურად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში. ის მეტს იმსახურებს, რადგანაც წარმატებისთვის დაუღალავად შრომობს.”

ჩრდილოლონდონური დერბის წინ: კეინი და უოლკოტი სასტარტოში, დელე ალი – არა

კვირას, ლონდონის “არსენალსა” და “ტოტენჰემს” შორის გასამართ მატჩში მოედანზე ჰარი კეინი და ტეო უოლკოტი დაბრუნდებიან, რომლებმაც ახლახან მოიშუშეს სერიოზული ტრავმები.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ მატჩს სასტარტოდან დაიწყებს მუსა დემბელეც, რომლის თამაშიც მატჩის წინ საეჭვოდ მიაჩნდათ. თუმცა ძირითადში ვერ მოხვდა დელე ალი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით მუხლი დაიზიანა.

“მეთოფეები” კი დღევანდელ მატჩში სანტი კასორლას გარეშე იქნებიან. აარონ რემზი და ოლივიე ჟირუ კი ვენგერმა სათადარიგოთა სკამზე გაამწესა.


“არსენალის” სასტარტო შემადგენლობა: პეტრ ჩეხი; ჰექტორ ბელერინი, კოშელნი, მუსტაფი, მონრეალი; კოკლინი, ჯაკა; უოლკოტი, მესუთ იოზილი, ალექს აივობი, ალექსის სანჩესი.

სათადარიგოთა სკამი: ოსპინა, გაბრიელი, გიბსი, რემზი, ელნენი, ოქსლეიდ-ჩემბერლინი, ჟირუ.

“ტოტენჰემის” სასტარტო შემადგენლობა: ჰუგო ლორისი, უოლკერი, ვერტონგენი, ვიმერი, დენი როუზი, ერიკ დაიერი, ვანიამა, მუსა დემბელე, კრისტიან ერიქსენი, სონი, ჰარი კეინი.

სათადარიგოთა სკამი: ვორმი, რიპერი, კარტერ-ვიკერსი, ვინკსი, ონომაჰი, ნკუდუ, იანსენი.


უოლკოტი: “არსენალს” გამარჯვება “ჩელსიზე” მეტად სწყუროდა”

ლონდონის “არსენალის” შემტევმა, ტეო უოლკოტმა ლონდონურ დერბიში “არისტოკრატთა” განადგურების (3-0) შემდეგ, აღნიშნა, რომ არსენ ვენგერის ბიჭები უფრო მონდომებულად თამაშობდნენ, ვიდრე მათი მოწინააღმდეგეები, რამაც მეტნაკლებად მატჩის შედეგი განაპირობა.

ამ კვირაში ძალიან ბევრი ვიმუშავეთ. ჩვენ გავაანალიზეთ წარსული, ვიცით რა მოხდა წინათ. თუმცა, ახლა მთავარი აწყმოა.

ეს გუნდი ძალზედ მბრწყინავი და ახალგაზრდაა და ამასთანავე საკმაოდ გამოცდილიც.

თითოეული ფეხბურთელი ამ მატჩზე იყო კონცენტრირებული – იმ 11 კაცს, რომელიც მოედანზე თამაშობდა, გამარჯვება მეტოქეზე უფრო მეტად უნდოდათ.”

“მილანი” ტეო უოლკოტის გადაბირებას აპირებს

CalcioMercatoWeb-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური “მილანის” ხელმძღვანელები “არსენალის” ფორვარდის, ტეო უოლკოტის გარშემო არსებული სიტუაციით არის დაინტერესებული.

როგორც იცით, ინგლისელი ფეხბურთელი “ემირეიტს სტედიუმის” დატოვებას მიმდინარე სეზონის ბოლოს აპირებს. მისთვის პრობლემას არასაკმარისი სათამაშო პრაქტიკა წარმოადგენს.

“როსონერი” კი შემტევი ხაზის გაძლიერებას აპირებს, რისთვისაც “საუთჰემპტონის” ყოფილი ფეხბურთელი მართლაც რომ შესაფერისი ვარიანტია. სერია ა-ს გრანდი აღნიშნულ ტრანსფერში მანუელ ლოკატელის ჩარტვასაც აპირებს.

ჰოჯსონი: “რუნის ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს”

ინგლისის ეროვნული ნაკრების თავკაცი, როი ჰოჯსონი დარწმუნებულია, რომ უეინ რუნი ევრო-2016-ისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება. თუმცა აღნიშნავს იმასაც, რომ მას ნაკრებში ადგილი გარანტირებული არ აქვს.

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის არყოფნიდან გამომდინარე როიმ 24-კაციან განაცხადში სხვა ფორვარდები დაასახელა: ჰარი კეინი, დანიელ სტარიჯი, ჯეიმი ვარდი, ტეო უოლკოტი და დენი უელბეკი. სწორედ მათ მოუწევთ გერმანიისა და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრებების კარის აღებაზე ფიქრი.

“დარწმუნებული ვარ, რომ იმ დროისთვის რუნი ფორმაში იქნება. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ დილემის წინაშე დადგომა არ მომიწევს. თუ ის 12 მაისისთვის სრულ მზადყოფნაში არ იქნება, შეიძლება არც წავიყვანოთ ტურნირზე. თავს უსიამოვნო სიტუაციაში ამოვყოფ.

არასდროს არ მითქვამს, რომ მას ძირითადში ადგილი გარანტირებული აქვს და ჩემს გუნდში გარანტირებული არავის არაფერი არ აქვს.” – განაცხადა როიმ.

უოლკოტი: “არსენალს” პრემიერ ლიგის მოგების კარგი შანსი აქვს”

ლონდონის “არსენალის” ფეხბურთელი ტეო უოლკოტი აცხადებს, რომ “მეთოფეებს” ინგლისის პრემიერ ლიგის მოგების კარგი შანსი გააჩნიათ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონატის ცხრილში, ლონდონელები პირველ ადგილს იკავებენ და უახლოეს მდევარ “მანჩესტერ სიტი” ერთი ქულით უსწრებენ.

“მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგის მოგების კარგი შანსი გაგვაჩნია, რაში ყოველი ჩატარებული მატჩის შემდეგ ვრწმუნდებით. ვფიქრობ, ძლიერი გუნდი გვყავს და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. იმედი მაქვს, ტრავმას არავინ მიიღებს”, – ამბობს უოლკოტი.