“ფიორენტინას” 33 წლის ნახევარმცველი ხოაკინი კარიერის დასრულებას სამშობლოში აპირებს.
“სეზონის სტარტზე ვინჩენცო მონტელამ მითხრა, რომ ახალი ტაქტიკური სქემის გამო სათამაშო დრო შემიმცირდებოდა. ეს ინფორმაცია ნორმალურად მივიღე, საკუთარ თავზე ვიმუშავე და ახლა მოედანზე საკმაოდ ხშირადაც გამოვდივარ.
უახლეოს მომავალში ესპანეთში დაბრუნებაზე ვფიქრობ. ვალენსიაში, ბეტისსა და მალაგაში თავს ბედნიერად ვგრძნობდი.” – განაცხადა ხოაკინმა.
იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ესპანელმა ნახევარმცველმა 18 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.