დღეს მეორე ბუნდესლიგის მე-13 ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ შეხვედრაში დრეზდენის “დინამო”, რომელშიც ქართველი ლეგიონერი – აკაკი გოგია გამოდის, საკუთარ მოედანზე ფიურტის “გროიტერს” დაუპირისპირდა.
პირველ ტაიმში, მე-20 წუთზე ანგარიში სწორედ გოგიამ გახსნა. მეორე ნახევარში ისევ ქართველმა ფეხბურთელმა, ამჯერად 86-ე წუთზე მოახერხა თავის გამოჩენა. სტუმართაგან ერთი ბურთის გაქვითვა 90-ეზე დურსუნმა შეძლო.
ამ გამარჯვებით “დინამოს” 22 ქულა აქვს და მე-6 ადგილზეა.