“უიმბლდონის” თავდამსხმელმა ადებაიო აკინფენვამ დიეგო კოშტას საქციელზე კომენტარი გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ “არსენალთან” გამართულ მატჩში “ჩელსის” ფეხბურთელი თავისი საქციელების გამო გამოირჩა, რის გამოც ის ბევრმა გააკრიტიკა.
“რეალობაში, თუ ერთმანეთს დავუპირისპირდებით, მას აზრზე მოვიყვან. როგორც ფეხბურთელი, დიეგო კოშტა მომწონს, მაგრამ თუ ის ჩემს წინააღმდეგ ბრძოლას ისურვებს, მხოლოდ ერთი გამარჯვებული გვეყოლება“, – იხუმრა მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ღონიერმა ფეხბურთელმა.