ქუთაისის “ტორპედოს” მცველი, თეიმურაზ მარკოზაშვილი კარიერას “ცხინვალში” გააგრძელებს. 20 წლის მცველი ფეხბურთელი ქუთაისურ კლუბში 2012 წლიდან ირიცხება, გასულ სეზონში კი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.
მარკოზაშვილთან ერთად “ცხინავლის” ღირსებას მეორე წრეში “გაგრადან” იჯარის წესით დამატებული რატი ცაცკრიალაშვილი და ბაქარ ქარდავა დაიცავენ.
პირველი წრის შემდეგ გუნდი 6 ფეხბურთელს დაემშვიდობა. “ცხინვალი” მაქაცარიამ, ქემოკლიძემ, სეფიაშვილმა, თექთურმანიძემ, გიგაურმა და იოსელიანმა დატოვეს.