უჩვეულო ფაქტი მოხდა ინგლისის რანგით მესამე დივიზიონში.
“სკანტორფ იუნაიტედსა” და “ბრისტოლ სიტის” შორის გამართულ მატჩში (0:2) მასპინძელი გუნდის ორმა მეკარემ იდენტური ტრავმა მიიღო. შეხვედრის მეშვიდე წუთზე სემ სლოუკომბა ხელი მოიტეხა და ის სათადარიგო მეკარე ჯეიმს სევერნმა ჩაანაცვლა, თუმცა ამ უკანასკნელმაც იდენტური დაზიანება მიიღო და 42-ე წუთზე მასაც მოუხდა მოედნის დატოვება.
“სკანტორფ იუნაიტედს” თადარიგში მეტი მეკარე აღარ ჰყავდა და კარშიც მოედნის მოთამაშე – მცველი ენდრიუ ბოისი ჩადგა, რომელმაც დარჩენილ დროში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა.