ლევან ყენიამ ჩეხეთის ჩემპიონატში გასაოცარი გოლი გაიტანა (ვიდეო)

17 მაისს, ჩეხეთის ჩემპიონატში “სლავიამ” საკუთარ მოედნზე “დუკლა” მიიღო. შეხვედრაში ანგარიში 36-ე წუთზე, ქართველმა ფეხბურთელმა, ლევან ყენიამ გახსნა.

ლევან ყენია: “მიხარია, რომ ნაკრებში დავბრუნდი”

პრაღის “სლავიას” ქართველი ფეხბურთელი ლევან ყენია აცხადებს, რომ ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით ძალიან გახარებულია.

ყენიამ “ჯვაროსნების” მაისური ბოლოს 2013 წლის 23 მარტს, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში მოირგო. ორწლიანი პაუზის შემდეგ კი კახა ცხადაძემ შემტევი ნახევარმცველი ქვეყნის პირველ გუნდში დააბრუნა.

“ძალიან მიხარია, რომ ნაკრებში დავბრუნდი. თუ გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშის საშუალება მომეცემა, ეს ბრწყინვალე რამ იქნება”, – ციტირებს ყენიას სიტყვებს “სლავიას” ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ 13 მარტს, ჩეხეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში, “სლავიასა” და “მლადა ბოლესლავს” შორის გამართულ მატჩში (3:4) ქართველმა ფეხბურთელმა მეტოქის კარში შესანიშნავი გოლი გაიტანა.

ლევან ყენია: “მთავარია, რომ ტრავმები არ მაწუხებს”

ლევან ყენია პრაღის “სლავიას” 3 თვის წინ შეუერთდა და ზამთრის პაუზამდე ჩეხეთის ჩემპონატის ორ შეხვედრაშიც მოასწრო თამაში. “სლავია” ამჟამად სლოვაკეთში ემზადება სეზონის განახლებისთვის. პრაღული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ქართველ მოთამაშეს საინტერესო თემებზე ესაუბრა.

– დაახლოებით სამი თვეა რაც “სლავიაში” ხართ. გუნდთან შეგუების პროცესი დასრულდა? 

– აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. გუნდში მეგობრული ატმოსფეროა. რა თქმა უნდა ძალიან მეხმარება მარტინ ლატკა, რომელიც ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში გვერდში მიდგას.

– ჩეხეთის ჩემპიონატში ორი მატჩი ჩაატარე. როგორ შეაფასებდი ლიგის დონეს?

– ფიზიკურად აქ საკმაოდ კარგად არიან მომზადებულები, თუმცა ტაქიკური თვალსაზრისით გერმანიის პირველ და მეორე ბუნდესლიგაშიც თამაში გაცილებით რთულია. ჩეხეთის ლიგა დაახლოებით უკრაინის ჩემპიონატის დონეზეა.

– თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი კლუბი “შალკეა”. როგორ გაიხსენებდით გელზენკირხენში გატარებულ პერიოდს? 

– “შალკეში” 17 წლის ასაკში დავიწყე თამაში და ეს ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო. 18 წლის ასაკში ჩემი მწვრთნელი ფელიქს მაგათი გახდა, თუმცა სამწუხაროდ ტრავმების გამო სამი ოპერაცია დამჭირდა და დიდი დროც გამიცდა.

– 14 წლის ასაკში კი “ბარსელონაში” იმყოფებოდით ტესტირებაზე, რაც ნებისმიერი ახალგაზრდა მოთამაშის ოცნებაა… 

– შესანიშნავი გამოცდილება იყო, ახდენილ ოცნებას გავდა. იქ ორი კვირა ვიყავი და ბევრი რამ ვისწავლე, რასაც დღესასც ვიყენებ მოედანზე.

– გასულ სეზონში დიუსელდორფის “ფორტუნას” შემადგენლობაში თამაშობდით, სადაც მარტინ ლატკა გაიცანით. თქვენი “სლავიაში” გადასვლა მისი დამსახურება ხომ არ არის? 

– გარკვეულწილად მისი დამსახურებაცაა. ჩეხეთშიც და მის ფარგლებს გარეთ სხვა ვარიანტებიც მქონდა, თუმცა საბოლოო არჩევანის დროს მარტინმაც ითამაშა გარკვეული როლი.

– რა იქნება “სლავიას” მაქსიმუმი მიმდინარე სეზონში? 

– რთული სათქმელია… ვფიქრობ, რომ გუნდს ევროთასების ზონაში მოხვედრა შეუძლია.

– ამჟამად სლოვაკეთში მოსამზადებელ შეკრებას გადიხართ. როგორ შეადარებდი სხვა გუნდების შეკრებებს? 

– გერმანიაში შეკრებები განსხვავდება, მაგრამ საერთო ჯამში კარგი ვარჯიშები გვაქვს. ახლა მთავარია, რომ ტრავმები არ მაწუხებს. შეკრების მომდევნო ეტაპს თურქეთში გავივლით.

– “სლავიას” თავკაცმა მიროსლავ ბერანეკმა განაცხადა, რომ გუნდს თქვენი დახმარებით სათამაშო სტილის შეცვლა შეუძლია. სასიამოვნოა მწვრთნელის ასეთი ნდობა? 

– რა თქმა უნდა სასიამოვნოა, როდესაც მწვრთნელი გენდობა. ასეთ დროს თამაშიც გაცილებით ადვილი ხდება.

– პრაღაზე რას იტყვით? 

– აქ ოჯახთან ერთად ვცხოვრობ, ორი შვილი გვყავს. მყუდრო ბინა ვიქირავეთ და ქალაქშიც ხშირად ვსეირნობთ. პრაღა ძალიან ლამაზია. ხშირად ვსტუმრობთ ცენტრში მდებარი ქართულ რესტორანს.