ზურაბ მამალაძე საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მეკარეა. 32 წლის კარის დარაჯი ამჟამად მარტვილის “მერანის” ღირსებას იცავს. Fanebi.com მამალაძეს მიმდინარე სეზონის შესახებ ესაუბრა და ჩვენი დიალოგიც ჩემპიონატის პირველი წრის შეფასებით დაიწყო.
– პირველი წრე საკმაოდ კარგად ჩავატარეთ. რაც მნიშვნელოვანია, სატურნირო მდგოამრეობის საგრძნობლად გაუმჯობესება შევძელით.
– მეორე წრისთვის მზადებასაც დაიწყებდით…
– დიახ, ამჟამად მოსამზადებელ ეტაპს ჩვენს განახლებულს ტადიონზე გავდივართ. უახლოეს მომავალში კი ანთალიაში გავემგზავრებით. ვფიქრობ, ასეთი მომზადების შემდეგ მეორე ეტაპზე უფრო კარგად ვიასსპარეზებთ.
– ახალი წლიდან უკვე საკუთარ სტადიონზე იასპარეზებთ, რაც თქვენთვის დიდი პლიუსი იქნება…
– ჩვენ შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს და ბუნებრივია, საკუთარ კედლებში მეტი მხარდაჭერა გვექნება. მომზადებაც მარტვილში გვიწევს და ეს ყველაფერი დადებითად უნდა აისახოს ჩვენს თამაშზე.
– ჩემპიონატის პირველი ნაწილი დასრულდა და გარკვეული დასკვნების გაკეთებაც უკვე შესაძლებელია. როგორ ფიქრობთ, გაამართლა ახალმა ფორმატმა?
– დადებითი მხარე ის არის, რომ ახალგაზრდებს მიეცათ თავის გამოჩენის საშუალება. თუმცა, პრობლემა ჩემპიონატის ფორმატში კი არ არის, არამედ ფინანსების ნაკლებობაშია. ყურადღება ზოგადად ფეხბურთის განვითარებას უნდა მიექცეს, რის შემდეგაც გუნდების რაოდენობაზეც შეიძელბა მსჯელობა.
– მიმდინარე გათამაშების მთავარ ფავორიტებად ვის მიიჩნევთ?
– ვფიქრობ, რამდენიმე გუნდს თანაბარი შანსი აქვს. ცხრილის ზედა ნაწილში საკმაოდ დაძაბული ბრძოლაა. ისეთი გუნდს ვერ ვხედავ, რომელიც სხვებთან შედარებით საგრძნობლად მაღალ დონეზეა.