20 იანვარს აფრიკის თასზე კოტდიუვარისა და გვინეის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
მატჩის მიმდინარეობისას გვინეაში ძალიან სამწუხარო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ქვეყნის დედაქალაქ კონკარიში გვინეელი გულშემატკივრები თავიანთი ნაკრების საგულშემატკივროდ ერთ სახლში შეიკრიბნენ. როგორც გაირკვა, ოთახში ყუმბარა აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მომხდართან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს. პირველი ვერსიის თანახმად, ოთახში ყუმბარა შემთხვევით აფეთქდა. მეორე ვერსიის თანახმად, იმის შემდეგ, რაც კოტდიუვარის ნაკრებმა შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა, ერთ-ერთმა გაბრაზებულმა გულშემატკივარმა ყუმბარა ააფეთქა.