„შახტარის“ თავკაცი მსაჯთან „საქმის გასარჩევად“ მოედანზე შევიდა (ვიდეო)

ბრაზილიურ ტურში მყოფი დონეცკის „შახტარის“ მორიგი მეტოქე „ატლეტიკო მინეირო“ იყო. ბრაზილიურ კლუბთან ამხანაგური შეხვედრის მიმდინარეობისას დონეცკელთა მთავარი მწვრთნელი მირჩი ლუჩესკუ მსაჯის ქმედებებით იმდენად უკმაყოფილო იყო, რომ თავი ვერ შეიკავა და მოედანზე შევიდა.