“ტორპედო” “ტრენჩინთან” ქუთაისშიც განადგურდა

დღეს ქუთაისში ევროპის ლიგის პირველი საკვალილიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში (პირველი მატჩი 5:1) “ტორპედომ” “ტრენჩინი” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში სლოვაკებმა გახნეს. 21-ე წუთზე ჰოილარი გონგმა გაიტანა. პირველ ტაიმში მეტი გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარში ქართული ფესვების მქონე გიორგი ბერიძემ კიდევ ერთი გოლი გაუტანა იმერულ კლუბს. მან ეს 49-ე წუთზე მაოხერხა. ხოლო, 64-ეზე ჰილარი გონგმა საბოლოო წერტილი დასვა.

სწორედ ასე, ქუთაისლებმა ტრენჩნში განადგურების შემდეგ, საქართველოშიც სამი გოლი გაუშვეს – ორი მატჩის ჯამში 8-1 სლოვაკების სასარგებლოდ. იმერლები ევროტურნირებს დაემშვიდობნენ.

სპარინგი დუბლშემადგენლობასთან

თურქულ შეკრებაზე გამგზავრებამდე ერთი კვირით ადრე ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარი საწვრთნელი ბაზის ბუნებრივსაფარიან მოედანზე თავის სათადარიგო გუნდთან გამართა სპარინგ-მატჩი და ანგარიშით 3:0 იმარჯვა. დუბლი შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ, ერთხელ კი ბექა ტუღუშმა გამოიჩინა თავი. გიორგი დარასელიამ პირველ და მეორე ტაიმებში სხვადასხვა თერთმეტეული ათამაშა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქუთაისელთა მთავარ გუნდში დღეს პირველად გამოჩნდა 21 წლის მეკარე ლევან ტყეშელაშვილი, რომელიც აქამდე პირველ ლიგაში თბილისის „დინამო-2“-ის კარს იცავდა.

FCTorpedo.GE