ევროპის ჩემპიონატის თასი „თბილისი მოლში“ (სურათები)

როგორც მოგახსენეთ, დღეს, „თბილისი მოლში“, საქართველოს 3×3 კალათბურთს ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელმაც ამ წლის გამარჯვებული გამოავლინა (იხილეთ ვრცლად).

დღევანდელი სათამაშო დღე ევრობასკეტის თასის წარდგენით დაიწყო, რომელიც ევროპაში მაისიდან „მოგზაურობს“ და საბოლოოდ, ის ჩვენს ქვეყანაშიც ჩამოიტანეს. გახსნის ცერემონიალს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილიც დაესწრო. გარდა ამისა, ცერემონიალს საქართველოს ნაკრების წევრებიც დაესწრნენ.

თასი „თბილისი მოლში“ მთელი დღის განმავლობაში იყო წარდგენილი და მისი გადაღება ნებისმიერი მსურველისთვის იყო შესაძლებელი.

3x3 კალათბურთის ფინალური ეტაპი_9075

ევრობასკეტის თასი