პოკერში მოპოვებული წარმატების შემდეგ რიერამ ფეხბურთისთვისაც მოიცალა

32 წლის ალბერტ რიერამ ცოტა ხნის წინ “უდინეზესთან” კონტრაქტი გაწყვიტა და უკლუბოდ დარჩა. საქმე იმაშია, რომ ესპანელი ვინგერი პოკერმა გაიტაცა და მოთმაშეც თავის მთავარ პროფესიას ნაკლებ ყურადღებას აქცევდა.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ პოკერის ტურნირის გამო რიერამ ერთი მატჩიც კი გააცდინა. თუმცა, როგორც ჩანს ფეხბურთელისთვის ეს გადაწყვეტილება სარფიანი აღმოჩნდა. იტალიაში გამართულ ერთ-ერთ ტურნირზე რიერამ პირველი ადგილი დაიკავა და 182 ათასი გირვანქაც მოიგო.

25006

მიუხედავად ასეთი წარამტებისა პოკერში, რიერას ფეხბურთის თამაში კვლავ სურს. ესპანური პრესის ცნობით მოთამაშემ შეთანხმებას “მალიორკასთნ” მიაღწია, რომელაიც ამჟამად სეგუნდაში მე-11 პოზიციაზე იმყოფება. უახლოეს მომავალში მხარეები კონტრაქტსაც გააფორმებენ.

შეგახსენებთ, რომ კარიერის საუკეთსო წლებში ალბერტ რიერა “ლივერპულის” ღირსებას იცავდა.