ჰამბურგი ბუნდესლიგაში დარჩა

ბუნდესლიგის პლეი-აუტის წყვილში “ფიურტსა” და “ჰამბურგს” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა.

ჰამბურგში უგოლო ფრის შემდეგ მცირე უპირატესობა დღეს “ფიურტს” ჰქონდა, თუმცა სლომკას შეგირდები აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებდნენ და მე-14 წუთზე ლასოგას გოლით დაწინაურდნენ.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში, 59-ე წუთზე ფიურსტნერის გოლით გაათანაბრეს. ბოლო წუთებზე კი, “ჰამბურგს” ნამდვილი შტურმი მოუწყვეს, თუმცა იაროსლავ დრობნის შესანიშნავი თამაშის წყალობით “ჰამბურგმა” ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნება შეძლო.

სამართლიანი თამაშის მაგალითი: გერმანელმა ფეხბურთელმა ხელით გატანილი გოლი აღიარა

8 დეკემბერს, გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში, “სანდჰაუზენმა” საკუთარ მოედანზე “ფიურტი” მიიღო და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა, ფრინკსმა მეტოქის კარში გოლი გაიტანა, თუმცა მან ეს ხელით მოახერხა. ფრინკსმა ეს ყოველივე აღიარა და შესაბამისად, გოლი აღარ ჩაითვალა.