„მანჩესტერ იუანტედსა“ და „კემბრიჯ იუნაიტედს“ შორის ინგლისის თასის განმეორებითი 1/8-ფინალური მატჩი „წითელი ეშმაკების“ დამაჯერებელი გამარჯვებით 3:0 დასრულდა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გუნდებმა გატანილი გოლების გარეშე დაასრულეს.
ანგარიში 25-ე წუთზე ხუან მატამ გახსნა. მასპინძლებმა უპირატესობა მარკოს როხოს გოლის შემდეგ გაზარდეს. წერტილი ჯი ჯეიმს უილსონმა დასვა, რომელმაც თავი 73-ე წუთზე გამოიჩინა.