IFFHS: 2014 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2014 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელთა ათეული გამოაქვეყნა.

წლის სანაკრებო თავკაცად დასახელებულია გერმანიის ეროვნული გუნდის დამრიგებელი იოახიმ ლიოვი, რომელმაც “ბუნდესთიმთან” ერთად ბრაზილიაში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

2014 წლის საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელთა ათეული ასე გამოიყურება:

1. იოახიმ ლიოვი (გერმანია);
2. ალეხანდრო საბელია (არგენტინა);
3. ლუი ვან გაალი (ჰოლანდია);
4. ხოსე პეკერმანი (კოლუმბია);
5. ხორხე ლუის პინტო (კოსტა რიკა);
6. ხორხე სამპაოლი (ჩილე);
7. მიგელ ერერა (მექსიკა);
8. მარკ ვილმოტსი (ბელგია);
9. დიდიე დეშამი (საფრანგეთი);
10. სტეფან კეში (ნიგერია).

მანამდე გამოქვეყნდა 2014 წლის საუკეთესო საკლუბო მწვრთნელთა ათეული.